reportiori.ge - დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:49
რეგიონები
დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 13:17


დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.


იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში, დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების სრული კოორდინაციით ხორციელდება.


გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრომომარაგების აღდგენის, ისე - საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები.


დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ასევე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და შესაბამისი რეგიონების გუბერნატორები.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016