reportiori.ge - თელავში მოკლული ორი პოლიციელი დაკრძალეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:14
რეგიონები
თელავში მოკლული ორი პოლიციელი დაკრძალეს
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 15:48


თელავში მოკლული ორი პოლიციელი დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილები თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.



ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოქმედი და ყოფილი შს მინისტრები - გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჭიკაიძე, სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი, ასევე დეპუტატები დაესწრნენ.



დიდი ტრაგედიაა, როცა ღირსეული პოლიციელები იღუპებიან. ეს არის მთლიანად საზოგადოების ტრაგედია, ამიტომ თავისთავად ცხადია, მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი ფიქრი იმაზე, რომ უსაფრთხოების ზომები იყოს ადეკვატური და მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ ეს უსაფრთხოების ზომები ისევ და ისევ ყველა ჩვენთაგანისთვის არის განკუთვნილი", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა. 



გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილი თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის ეზოში 30 დეკემბერს მოკლეს. ბრალდებული სანდრო მ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016