reportiori.ge - სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე: ის განცხადება, თითქოს ორჯერ გამათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:40
რეგიონები
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე: ის განცხადება, თითქოს ორჯერ გამათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება!
18 ნოემბერი, 2013. 14:18

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა მისი საკრებულოდან გადაყენებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებები უკანონოა. მურად შამათავას ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეპორტიორი" ესაუბრა.

 

„განცხადება, რომ ორჯერ გამათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მე  დროებით შემიჩერეს უფლებამოსილება, რომელიც სენაკის ადგილობრივმა სასამართლომ პარალელური გადაწყვეტილების საფუძველზე აღმიდგინა. რაც შეეხება მეორე მცდელობას, რომ შემიჩერონ უფლებამოსილება, პირადპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული. საკრებულოს წევრმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ როდესაც საქმე წარმოებაში არის ერთი და იგივე საკითხზე, მეორედ საუბრის უფლება არ აქვს. თუ საკრებულოს თავმჯდომარე მან ვერ გადააყენა ერთხელ, მეორედ სამი თვის განმავლობაში მისი გადაყენების უფლება არ აქვს,  ანუ ეს ყველაფერი არის უკანონო, რომლის შესახებაც ჩვენ რა თქმა უნდა, მივმართავთ სასამართლოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს",- აცხადებს შამათავა და აღნიშნავს, რომ  მისი საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენება „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლების ინტერესშია.

„სენაკში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები  არსად წასულან, ისევ აქ არიან და არ ისვენებენ. ეს არის „ნაციონალების" ნარჩენები, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე სარგებლობენ იმით, რომ საკრებულოში უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი", - აცხადებს მურად შამათავა. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ხაბურძანია კი აცხადებს, რომ  საკრებულოს 24 წევრიდან  14 პირი საკრებულოს თავმჯდომარის მურად შამათავას უნდობლობას  უცხადებს.

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016