reportiori.ge - მენდელეევის ცხრილს 4 ახალი ელემენტი დაემატა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:50
სხვადასხვა
მენდელეევის ცხრილს 4 ახალი ელემენტი დაემატა
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 22:23


მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემას 4 ახალი ელემენტი ოფიციალურად დაემატა, რის შედეგადაც ცხრილის მეშვიდე რიგი შეივსო. ელემენტები ატომური ნომრებით 113, 115, 117 და 118 თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა (IUPAC) ოფიციალურად სცნო.


ორგანიზაციის განცხადებით, 115-ე, 117-ე და 118-ე ელემენტები ამერიკელ და რუს მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, 113- ელემენტი კი იაპონელ მკვლევართა ჯგუფმა რიკენის ინსტიტუტიდან.


შემდეგი ნაბიჯი იქნება ახალი ელემენტებისთვის მუდმივი სახელებისა და ქიმიური სიმბოლოების შერჩევა.


ქიმიკოსთა საზოგადოება ძალიან მოხარულია, რომ ასე სათუთი ცხრილის მეშვიდე რიგი ბოლოს და ბოლოს შეივსო. IUPAC- ამჟამად ამ ელემენტებისათვის სახელებისა და ქიმიური სიმბოლოების შერჩევაზე მუშაობს", - აღნიშნა IUPAC-ის არაორგანული ქიმიის განყოფილების პრეზიდენტმა, პროფესორმა იან რიდიკმა.


ახალ ელემენტებს სახელი შესაძლოა ეწოდოს  მითოლოგიიდან, მინერალების, ადგილის ან ქვეყნის მიხედვით, ასევე რომელიმე მეცნიერის პატივსაცემად.


მას შემდეგ, რაც თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის შესაბამისი განყოფილება ელემენტებს სახელებსა და ორ-ასოიან სიმბოლოებს შეურჩევს, მოხდება მათი წარდგენა საჯარო განხილვისათვის, რაც ხუთ თვეს გასტანს.


ქიმიკოსთა ორგანიზაციის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ყველა ამ პროცედურის დასრულების შემდეგ  მიიღებს.


http://1tv.ge/ge/news/view/114842.html


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016