reportiori.ge - თამაზ ჭილაძე: აქ ანგელოზების ადგილი აშკარად არ არის...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:41
პრეს-დაიჯესტი
თამაზ ჭილაძე: აქ ანგელოზების ადგილი აშკარად არ არის...
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 02:50


მწერალი თამაზ ჭილაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  სინამდვილეში, ქართველ კაცს ქალის პატივისცემა არც ერთი ევროპული ორგანიზაციისგან არ ესწავლება, თუმცა ის, რაც ბოლო დროს ამ მხრივ ხდება, საგანგაშოა.


 რამ გადაგვრია ქართველი კაცები ასე, რომ ჩვენი მხეცობის ამბები ლამის ევროსაბჭოს სხდომებზე განიხილონ, ანუ კიდევ ერთხელ დაგვტუქსონ და თითი დაგვიქნიონ?!", - აცხადებს ჭილაძე.



ჩემდა საბედნიეროდ, საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება ისე გავიარე, რომ ქალის მიმართ ძალადობის მომსწრე თუ შემსწრე უშუალოდ არსად ვყოფილვარ, თუმცა, რასაკვირველია, მჯერა, რომ ასეთი შემთხვევები ჩვენშიც არსებობს და თანაც არც ისე იშვიათად. არც უნდა გაგვიკვირდეს - ცხოვრებაა უკიდურესად დაძაბული, თითქოს არც არის ცხოვრება, არამედ რაღაც შიგნიდან გამოცარიელებული, მანქანების გამონაფრქვევით დახუთული სივრცე, რომელშიც ადამიანები არა მარტო ერთმანეთს, არამედ საკუთარ თავსაც კი დაეძებენ. აქ ანგელოზების ადგილი აშკარად არ არის. იშვიათია ამაზე პირობითი ცნება, როგორიც ცხოვრებაა და ამიტომ არც უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ძალადობის ფაქტების მომსწრენი გავხდებით. ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, არც ისეთი მოძალადენი ვართ, როგორებსაც ვიღაც-ვიღაცები წარმოგვადგენენ, როცა ჩვეულებრივ ოჯახურ კინკლაობასაც კი პოლიტიკური პრობლემის ჟღერას ანიჭებენ, რაც საკვირველიცაა და დამაფიქრებელიც, რადგან თუკი რაიმე შეგვრჩა დღეს ძველი ადათ-წესებიდან, ეს, უპირველესად, ოჯახის, კერძოდ, ქალის პატივისცემაა.

 

 

რამ გადაგვრია ქართველი კაცები ასე, რომ ჩვენი მხეცობის ამბები ლამის ევროსაბჭოს სხდომებზე განიხილონ, ანუ კიდევ ერთხელ დაგვტუქსონ და თითი დაგვიქნიონ, რასაც ძალიან შეგვაჩვიეს ამ ბოლო დროს, როცა სინამდვილეში ქართველ კაცს ქალის პატივისცემა არც ერთი ევროპული ორგანიზაციისგან არ ესწავლება. ტყუილად როდია ნათქვამი, ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო. რასაკვირველია, ეს პრობლემა მარტო ოჯახით არ ამოიწურება. საქართველოში ქალის ტრადიციულ პატივისცემასთან ერთად, ნამდვილად არსებობს შემზარავი ძალადობის ფაქტებიც, მაგრამ (ეს თუ რაიმეს ამსუბუქებს!) ასეთი რამ მარტო საქართველოში არ ხდება, ქალისადმი დაუშვებელი დამოკიდებულება ყველგან საოცარი ერთნაირობით ხასიათდება, რომელსაც (ასევე ყველგან!) ის თავისებურებაც ახასიათებს, რომ ვერც კანონი, ვერც იდეალური პოლიცია ვერაფერს მოუხერხებს. ადამიანი რთული და ბოლომდე გამოუცნობი არსებაა", - განაცხადა ჭილაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016