reportiori.ge - საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა - ბოლო მონაცემები სამეგრელო-ზემო სვანეთიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:06
რეგიონები
საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა - ბოლო მონაცემები სამეგრელო-ზემო სვანეთიდან
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 15:48



გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის გაფართოებულლი სხდომა ჩაატრა, რომელსაც რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმზღვანელები, გამგებლები, მერები და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ.


გუბერნატორმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში  არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.


რეგიონის მასშტაბით ყველა ცენტრალური, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები გაწმენდილია. გუბერნატორის დავალებით დამატებითი სპეცტექნიკა დღეს ჩხოროწყუს და წალენჯიხის იმ მაღალმთიანი სოფლების შიდა გზებს გაწმენდს, სადაც აქამდე პრობლემა იყო. მოძრაობა მესტიის მიმართულებით უახლოეს საათებში აღდგება, ამ დროისთვის ინტენსიურად იწმინდება ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი.


გუბერნატორმა დიდთოვლობის გამო დაზიანებულ სახლებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიულ მდგომარეობაში არსებული სამივე სახლის ნაცვლად. გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს გამგეობა ახალ სახლებს აუშენებს.


რეგიონში ელექტრო ენერგიის გარეშე ბოლო მონაცემებით დარჩენილია 1000-მდე აბონენტი, რომელთა 70 პოროცენტს  17 საათამდე ელექტრომომარაგება აღუდგება, დანარჩენ აბონენტებს ელექტროენერგია დღის ბოლომდე ჩაერთვებათ. აღდგენით სამუსაოებზე ინტენსიურად მუშაობენ  „ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით რეგიონში პრობლემა არ არსებობს.


გუბერნატორმა გაწეული მუშაობისთვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.


„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს თითოეულ თანამშრომელს რომელიც დღე და ღამე მუშოებდით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოორდინირებულად და ერთგუნდად. მადლობა მერებს, გამგებლებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებთან ერთად ახდენდნენ დროულ რეაგირებას ყველა პრობლემაზე, მადლობა ჩემს მოადგილეებს, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებს, რომლებიც აღდგენით სამუშაოებზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ ყველამ ერთად მუშაობით, შევძელით დროულად მოგვეხდინა რეაგირება ყველა პრობლემაზე და ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შექმნოდათ დიდთოვლობისგან",  - განაცხადა ლევან შონიამ.




 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016