reportiori.ge - ასტროლოგი გიორგი რამიშვილი: პოლიტიკაში საკმაოდ დიდი გარდაქმნები და ინტრიგებია მოსალოდნელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:27
პრეს-დაიჯესტი
ასტროლოგი გიორგი რამიშვილი: პოლიტიკაში საკმაოდ დიდი გარდაქმნები და ინტრიგებია მოსალოდნელი
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 16:06



როგორი იქნება წითელი მაიმუნის წელი და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანებმა - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში ასტროლოგი გიორგი რამიშვილი საუბრობს:

 

„17 მარტიდან 30 ივლისამდე ის პერიოდია, როდესაც მოქმედებები იზღუდება. ამ დროს ძნელია ძალისხმევის მიზანმიმართულად წარმართვა ან შეიძლება საქმიანობა არასწორად იყოს გაგებული, ამავე დროს ზოგჯერ მოქმედებას არაადეკვატური შედეგი მოსდევს.

 

8 იანვრიდან დაწყებული 9 მაისამდე, ისეთი პერიოდია, როდესაც განცხადებები გაუგებარია-ხოლმე იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, ტექნიკაზე ფასი მატულობს, ამ პერიოდში პირდაპირი შედეგის განხორციელება ცოტა ჭირს. ამ პერიოდში ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რომელზეც შესაძლოა ვინერვიულოთ.

 

25 მარტიდან 13 აგვისტომდე პერიოდი ისეთი დროა, როდესაც ვალდებულებების შესრულებას ვერ გავექცევით. წლის მეორე ნახევარში რაიმე ორიგინალური იდეის განხორციელება თუ გენდომებათ, შესაძლოა შეფერხებები მოხდეს, ამიტომ უმჯობესია ეს წლის პირველ ნახევარში გააკეთოთ.

 

14 ივნისიდან 20 ნოემბრამდე - ამ პერიოდში ძალიან ჭირს წყენის გამოხატვა. ამ პერიოდში სახიფათოა სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, უფრო მეტიც ნორმალური დოზის წამალი შესაძლოა მომწამვლელი აღმოჩნდეს.

 

18 აპრილიდან 26 სექტემბრამდე - ამ პერიოდში ადამიანი თავის თავზე უნდა მუშაობდეს, რომ უფრო დიდი და ძლიერი გახდეს. ამ დროს უმჯობესია ვალდებულებების დარღვევისგან თავი შეიკავოს, რადგან შესაძლოა უფრო მეტად დასაჯოს.

 

პოლიტიკაში საკმაოდ დიდი გარდაქმნები და ინტრიგებია მოსალოდნელი. ოღონდ თავი არ მოვიტყუოთ, რომ ამ დიდ ინტრიგებს ერთმანეთს გავუკეთებთ. ჩვენი პოლიტიკა პატარაა, ამიტომ მთავარია მოქნილობა. საქართველოსთვის უკეთესი იქნება მთავრობამაც და ოპოზიციამაც რომ გაითვალისწინოს, ყვირილი არაა საჭირო. რა თქმა უნდა, ჭკვიანური ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, მაგრამ ეს უხეშ აქტიურობას არ ნიშნავს. ჩვენ იმის ძალა არ გვაქვს, რომ დიდ პოლიტიკაში ვიბრძოლოთ", - აცხადებს ასტროლოგი.




წყარო: რეზონანსი




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016