reportiori.ge - პროკურატურა ირაკლი კირკიტაძის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:40
სამართალი
პროკურატურა ირაკლი კირკიტაძის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
07 იანვარი, 2016. 16:14


პროკურატურა ირაკლი კირკიტაძის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ  ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათისათვის, ირაკლი კირკიტაძე ავტომანქანით მივიდა დიღმის მასივში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეამჩნია მისთვის მიუღებელ ადგილზე მდგომი მეზობლის კუთვნილი ა/მანქანა. ირაკლი კირკიტაძე რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჯერ უწყვეტი ხმოვანი სიგნალით, ხოლო შემდგომ უცენზურო სიტყვებით თავისთან უხმობდა ა/მანქანის მეპატრონეს. ხმაურზე მალევე მივიდა ა/მანქანის მეპატრონის შვილი, რომელსაც კირკიტაძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავდროულად ხმაურზე შეკრებილი სხვა მეზობლები და სტუმრად მყოფი პირები მოუწოდებდნენ ამ უკანასკნელს სიმშვიდისაკენ, მაგრამ კირკიტაძემ დაწყნარების სანაცვლოდ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, მანქანასთან მისულ მეპატრონის შვილს დაემუქრა მოკვლით და იარაღის ტარის მეშვეობით მიაყენა სხეულის დაზიანება. ამასთანავე იგი განაგრძობდა უმისამართო გინებას. მისი ამ ხულიგნური ქმედების აღკვეთა შესაძლებელი გახდა  მხოლოდ  ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ.

 

ჩადენილი ქმედების გამო, 2016 წლის 6 იანვარს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მოქალაქე ირაკლი კირკიტაძე და  წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი კირკიტაძეს ბრალი ედებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მისი ქმედება გამოირჩეოდა ძალადობრივი ხასიათით, დანაშაული ჩადენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც დამატებით საფრთხეს ქმნიდა გარშემომყოფთათვის, აგრეთვე მას ადრე უკვე ქონდა ჩადენილი ანალოგიური სახის დანაშაული კერძოდ კი გასამართლებული იყო ხულიგნობის ჩადენისა და სხეულის დაზიანებისათვის. ამასთნ ბრალდებული და დაზარალებული იყვნენ მეზობლები, რაც ქმნიდა მოწმესა და დაზარალებულებზე ზემოქმედების  საფრთხეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით. სასამართლომ გაიზიარა რა პროკურატურის მყარი არგუმენტები, ბრალდებულ ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთ ღონისძიებად შეურჩია პატიმრობა.

 

საქმეზე  გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016