reportiori.ge - „პატრიარქი არ არის მთავრობის მეთაური, რომ ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:38
პრეს-დაიჯესტი
„პატრიარქი არ არის მთავრობის მეთაური, რომ ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს“
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 14:37



ბოლო პერიოდში პატრიარქის მიმართ არსებულ აგრესიულ კამპანიასთან დაკავშირებით უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საუბრობს.


„პატრიარქზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. ამჯერად ამ საქმეში ვაიპოეტებიც ჩაერთვნენ. რატი ამაღლობელის მიერ დაწერილი ე.წ. ლექსი არა მარტო მართლმადიდებლების, არამედ მუსლიმების შეურაცხყოფაცაა. ჩვენს უწმინდესს მუსლიმებიც დიდ პატივს სცემენ და ამის შესახებ მათ არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება. რამდენიმე დღის წინ თბილისში მოხდა უბედურება და ადამიანი ქუჩაში გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ეს ლიბერასტები კი ამტკიცებენ, რომ ის ადამიანი გაიყინა და ამაში პატრიარქს ადანაშაულებენ.

 

მაინტერესებს, რა შუაშია ამ ტრაგედიასთან უწმინდესი? პატრიარქი არ არის მთავრობის მეთაური, რომ ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. ეს მთავრობის მოვალეობაა.


პატრიარქს ახლა საერო საქმეების მოგვარებას რომ ავალებენ, ესენი არ იყვნენ, რამდენიმე კვირის წინ ერთი ამბავი რომ ატეხეს? ესენი არ ყვიროდნენ, როგორ გაბედა ილია მეორემ და როგორ თქვა, ნეტა შეწყალების უფლება მქონდესო. როცა გჭირდებათ, მაშინ უნდა ჩაერიოს პატრიარქი საერო საქმეებში და როცა არ გჭირდებათ, მაშინ არა? მთელ რიგ ეკლესიებში უპოვართათვის სასადილოები აქვთ გახსნილი. რამდენი მღვდელი ვიცი, რომლებიც თავიანთ მწირ შემოსავალს სხვებს უწილადებენ. მაინტერესებს, ესენი თუ ეხმარებიან გაჭირვებულებს იმ გრანტებით, რომლებსაც პატრიარქის ლანძღვაში ღებულობენ?!", ­ ამბობს მჟავანაძე.




წყარო: ახალი თაობა




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016