reportiori.ge - სააკაშვილი კიევის ბარში სექს-სკანდალში გაეხვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:52
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილი კიევის ბარში სექს-სკანდალში გაეხვა
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 11:11


გაზეთი „ქრონიკას" ინფორმაციით, „სააკაშვილი გვარიანად გამომთვრალა და ბარში ერთ-ერთი ლამაზმანისთვის დაუდგამს თვალი. საკუთარი დაცვის წევრი მიუგზავნია ამ გოგონასთან და ერთი ღამის გატარება შეუთავაზებია. უცხო გოგონას მიშას დაცვის ბიჭისთვის სილა გაუწნია... მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა, რომელსაც სააკაშვილმა ერთი ღამით სექსი შესთავაზა, უკრაინაში მეტად გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ყოფილა. ეს ბიზნესმენი, წარსულში პეტრო პოროშენკოს ბიზნესპარტნიორიც გახლდათ".


გამოცემა ირწმუნება, რომ ამის შესახებ "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია.


გაზეთის ცნობით, სააკაშვილს ვიტალი კლიჩკოსთანაც მოსვლია შელაპარაკება.


"ბარში მომხარმა სკანდალმა, მას ერთი მეგობარიც დააკარგვინა. მიშას სერიოზული შელაპარაკება მოსვლია კიევის მერთან და "მაედანის" ერთ-ერთ შემოქმედთან, ვიტალი კლიჩკოსთან. კლიჩკოს გაუფრთხილებია სააკაშვილი, შენს იმიჯს მიხედე, უკრაინას ნუ არცხვენ უცხოეთში და აქ კიდევ, იმ ბიზნესმენებს ნუ გადაგვიკიდებ, ვინც გვაფინანსებდა და დღესაც გვერდში უდგას ჩვენს ხელისუფლებასო. ცხადია, იმ გოგოს მამა იგულისხმა, მიშას სექსზე უარი რომ უთხრა", - დასძენს გამოცემა.



წყარო: ქრონიკა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016