reportiori.ge - 2014 წელს საქართველო მძლეოსნობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:00
სპორტი
2014 წელს საქართველო მძლეოსნობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს
18 ნოემბერი, 2013. 16:15

2014 წლის ივნისში საქართველო მძლეოსნობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე შვიდი ქვეყნის: ბულგარეთის, ესტონეთის, ბელორუსის, ლატვიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტები ეწვივნენ. 

დელეგაციის წარმომადგენლებს დღეს, თბილისის მერი გიგი უგულავა შეხვდა და მათ 2014-2015 წლებში თბილისში დაგეგმილ სპორტულ ასპარეზობებთან დაკავშირებით, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია გააცნო.

დღესვე, თბილისის მერმა საპატიო სტუმრებთან ერთად, დიღომში მძლეოსნობის ახალი სტადიონის მშენებლობას ჩაუყრა საფუძველი, რომელიც 4 000 მაყურებელზეა გათვლილი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი მოედნის მშენებლობა 2015 წლისთვის დასრულდება.

საღამოს კი გიგი უგულავა უცხოელ სტუმრებთან ერთად, წერეთლის გამზირზე მდებარე მძლეოსნობის განახლებულ სასახლეს გახსნის, რომლის რეაბილიტაცია თბილისის მერიის დაფინანსებით განხორცილდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016