reportiori.ge - აბაშიძეების ოჯახი აცხადებს, რომ, სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრებაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:01
სამართალი
აბაშიძეების ოჯახი აცხადებს, რომ, სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრებაა
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 15:07


აბაშიძეების ოჯახს სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევრის საკუთრებაზე პრეტენზია აქვს. როგორც ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას ეკა აბაშიძემ განაცხადა, აღნიშნული ტილო მის ოჯახში წლების განმავლობაში ინახებოდა. მისივე თქმით, ყველამ იცოდა, რომ აბაშიძეები ამ ნახატს ყიდდნენ. აბაშიძეების ოჯახი „იმედს" დუაკავსირდა და განაცხადეს, რომ ნახატი 15 წლის განმავლობაში მათ მფლობელობაში იმყოფებოდა და გაყიდვის გადაწყვეტილება 2010 წელს, ფინანსური პრობლემებიის გამო მიიღეს.


"მას ჰქონდა უზარმაზარი ოქროსფერი ჩარჩო. ყველამ იცის, რომ ეს ნახატი იყო ჩვენს ოჯახში და ჩვენი იყო. მე ვიცი ინიციალები, რითაც შეიძლება ამ ნახატის ამოცნობა. ეს თუ არ იცი, ვერ მიხვდები... ყველა გადამყიდველმა და ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ამ ნახატს ვყიდდით. ბოლოს მოვიდა ორი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ამ ნახატს თურქეთში გავყიდითო. თანხა იმ პერიოდში სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა და ამიტომ მივეცით ამ ხალხს ნახატი გასაყიდად", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.


ეკა აბაშიძე აცხადებს, რომ როდესაც მიიღეს ტილოს გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება, შეაფასებინეს ნახატი და სავარაუდო ღირებულება დადგინდა 80 ათასიდან 100 ათას დოლარამდე. აბაშიძე ამბობს, რომ, როცა მის ოჯახში ნახატის ყიდვის მსურველები მივიდნენ, მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

 

"გვეჩქარებოდა და ჩვენ შევთანხმდით რაღაც თანხაზე იმიტომ, რომ სასწრაფოდ იყო ფული გადასახდელი, ანუ ეს იყო 37 ათასი დოლარი. რეალურად გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი არ მახსოვს... წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს ეს სურათი. ეს ადამიანი სულ გვეკონტაქტებოდა ტელეფონით, იღებდა ყურმილს, მაგრამ გვატყუებდა, აი თურქეთშიაო ამბობდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მოგეხმარებით, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ნახატი. არაფერი აღარ გვინდა, გვინდა ჩვენი ნახატი", - განაცხადა აბაშიძემ.


როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, როცა ოჯახმა ვერ მოახერხა კუთვნილი თანხის მიება, მიმართეს სასამართლოს. ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა.


ადვოკატის თქმით, ხელშეკრულების ხელმომწერ პირს დააკისრეს თანხის გადახდა, თუმცა რადგან გამყიდველი პირის სახელზე არ იყო არაფერი გაფორმებული, მას მხოლოდ მანქანა დაუყადაღეს.


შეგახსენებთ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს.


გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან.


თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც დაკავებულები არიან.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016