reportiori.ge - 51 უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:55
რეგიონები
51 უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 17:43


ოზურგეთის მერიამ 51 უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადასცა - გურიის გუბერიის ინფორმაციით ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ დღეს ბენეფიციარებს საცხოვრებელი ფართის გასაღებები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.


თავშესაფარი ქალაქ ოზურგეთის ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსდა.


მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შესწავლის შედეგად საცხოვრებელი ფართი შშმ პირებმა, მარტოხელა მრავალშვილიანმა ოჯახებმა, მარტოხელა პენსიონერებმა, მარჩენალდაკარგულებმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა და მარტოხელა დედებმა მიიღეს.


უსახლკარო ოჯახებისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 407 508 ლარი შეადგინა. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016