reportiori.ge - როგორ წერილებს სწერდა რეზო თაბუკაშვილი მედეა ჯაფარიძეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:23
პრეს-დაიჯესტი
როგორ წერილებს სწერდა რეზო თაბუკაშვილი მედეა ჯაფარიძეს?
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 19:11


რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის წყვილზე, მათ სიყვარულზე, მათ ურთიერთობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია მათი წერილები, რომლებსაც ისინი ერთმანეთს სწერდნენ.


ცნობილია, რომ რეზო თაბუკაშვილი მედეა ჯაფარიძეს აღმერთებდა.


„არტინფო" გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც რეზო თაბუკაშვილმა თავის საყვარელ მეუღლეს მისწერა:


„ჩემო მედიკო!


კი არ მაგონდები, მელანდები, რამდენიმეჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩებში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, ის სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის სახეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში მყვარებია, საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება, ისეთი გრძნობაა, თითქოს გადმოგაგდეს გაქანებული ვაგონიდან, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება, მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად, რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის, დამაკოცნია შენი პატარა ხელები, რა ვქნა, ჩემო „ტაიტი", ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე".


წყარო „არტინფო"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016