reportiori.ge - 53 წლის ქალბატონმა თითქმის 21 ათასი კილომეტრი 1942 წელს გამოშვებული "ბოინგის" ორადგილიანი თვითმფრინავით იფრინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:47
მსოფლიო
53 წლის ქალბატონმა თითქმის 21 ათასი კილომეტრი 1942 წელს გამოშვებული "ბოინგის" ორადგილიანი თვითმფრინავით იფრინა!
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 00:52


ეპოქალური ფრენა რეტრო თვითმფრინავით - ბრიტანელმა მფრინავმა, ტრეისი კურტის-ტეილორმა დაასრულა საჰაერო სოლო-მოგზაურობა დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიამდე. 53 წლის ქალბატონმა თითქმის 21 ათასი კილომეტრი 1942 წელს გამოშვებული "ბოინგის" ორადგილიანი თვითმფრინავით იფრინა. 

 

ტრეისი კურტის-ტეილორმა ბრიტანეთიდან აღმოსავლეთით 23 ქვეყნის თავზე გადაიფრინა და ორმოცდაათჯერ შეჩერდა საწვავის შესავსებად. მოგზაურობა თითქმის სამ თვეს გაგრძელდა. 

 

ბრიტანელი მფრინავი ჰემფშირის საგრაფოდან პირველ ოქტომბერს გამოფრინდა და დღეს დილით საკუთარი "თვითერის" გვერდზე სიდნეიში მოგზაურობის დასასრული გვაუწყა.

 

თავის მხრივ, მან გაიმეორა საკუთარი თანამოქალაქის ემი ჯონსონის ეპოქალური მარშრუტი. ემი ჯონსონი იყო პირველი ქალბატონი, რომელიც 1930 წელს გაერთიანებული სამეფოდან ავსტრალიაში ჩაფრინდა.



წყარო 1TV


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016