reportiori.ge - პარიზში პოლიციაზე თავდამსხმელს საქართველოს მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტი უპოვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:44
მსოფლიო
პარიზში პოლიციაზე თავდამსხმელს საქართველოს მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტი უპოვეს
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 21:03


პარიზში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმელ ტერორისტს რამდენიმე ყალბი საბუთი ჰქონდა. „რუსთავი 2"-ის ცნობით მისი ოთხი ყალბი სახელი და გვარიდან ერთ-ერთი რეგისტრირებული იყო, როგორც საქართველოს მოქალაქის საბუთი.

 

შპიგელ ონლაინი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტერორისტი ISIS-ის დროშით ხშირად პოზირებასთან ერთად, კედლებზეც წერდა აგრესიულ მოწოდებებსა და ნიშნებს.


გამოცემის ცნობით, ბოლოს იგი ვალიდ სალიჰის სახელითა და გვარით იყო შეტანილი სარეგისტრაციო სიაში.


ტერორისტი, რომელმაც ნაჯახით ხელში სცადა პარიზში, პოლიციის განყოფილებაში შეჭრა და რომელსაც წელზე ე.წ. შაჰიდის ქამარი ჰქონდა შემოტყმული, ტერაქტის მცდელობის დროს მოკლეს.


ვალიდ სალიჰს საბუთებში ხან სირიის, ხან მაროკოს, ხან კი საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მითითებული, თუმცა, გერმანიაში თავშესაფარი მან ვერც ერთი მცდელობისას ვერ მიიღო, რის შემდეგაც პარიზში აღმოჩნდა და პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სცადა. შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016