reportiori.ge - სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს: ჩემს დას რომ სპეცრაზმი გაუგზავნე ის თქვი - ვინ იყო მაშინ შეურაცხყოფილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:54
სამართალი
სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს: ჩემს დას რომ სპეცრაზმი გაუგზავნე ის თქვი - ვინ იყო მაშინ შეურაცხყოფილი!
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 15:36


ბუტა რობაქიძის საქმეზე ასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პროკურატურა FBI-ს დასკვნას მალავს:


"ამირან გულუაშვილი არის მატყუარა. მან თქვა, რომ არსებობს ამერიკის ფედერალური ბიუროს საბოლოო დასკვნა. თუმცა ეს დასკვნა საქმეში არ არის. თუ ასეთი დასკვნა გააჩნია, წარმოადგინოს სასამართლოში", - განაცხადა ფირცხალავამ.


ამირან გულუაშვილმა ბრალდებულს კორექტულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა, გააჩნია დაცვის მხარეს.


სასამართლო პროცესზე განცხადება ასევე გააკეთა კიდევ ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ. დონაძის თქმით, დარბაზის მხრიდან სასამართლო სხდომების განმავლობაში მათ შეურაცხყოფას აქვს ადგილი:


დონაძეს დარბაზიდან გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამა - სოსო რობაქიძე:

 

"ჩემს დას რომ სპეცრაზმი გაუგზავნე ის თქვი, ვინ იყო მაშინ შეურაცხყოფილი. სამი წელი გაიძახოდი, რომ ჩემს შვილს და მასთან ერთად მყოფებს იარაღი ჰქონდათ და ახლა ამბობ, რომ არ ჰქონია იარაღი", - განაცხადა რობაქიძემ სასამართლო პროცესზე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016