მსოფლიო
რუსეთმა შესაძლოა ბაშარ ალ-ასადს თავშესაფარი მისცეს
12 იანვარი, 2016. 11:29
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქვეყნის დატოვება მოუხდება, შესაძლოა რუსეთმა მას თავშესაფარი მისცეს.
„გაცილებით უფრო რთული იყო აშშ-ის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლისთვის, ედუარდ სნოუდენისთვის მიგვენიჭებინა თავშესაფარი, ვიდრე ეს ასადის შემთხვევაში იქნება. თუმცა, თავდაპირველად უნდა ვნახოთ, სირიის მოსახლეობა მისცემს თუ არა მას ხმას და მოუწევს თუ არა ასადს ქვეყნის დატოვება არჩევნების წაგების შემთხვევაში" , - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში თითქმის ხუთწლიანი დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სირიაში კონფლიქტი არ გამწვავდებოდა, მებრძოლები რომ გარე ძალებს ფულითა და იარაღით არ მოემარაგებინათ.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40