reportiori.ge - მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:59
სამართალი
მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 11:07


„ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს.


10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ მედიკამენტ OPIDOL-ს მებაჟე-ოფიცრებმა ავტომობილში მიაგნეს, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ჰ. მართავდა.


მათი განცხადებით, ავტომობილი ეჭვის საფუძველზე იქნა დათვალიერებული.



იმავე დღეს, ასევე ირანის მოქალაქე ..-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები DIPHNOKIM - 20 აბი და ACETAMINOPHEN CODEINE- 10 აბი აღმოაჩინეს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.



უწყების ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.



ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა 11 იანვარსაც საბაჟო გამშვებ პუნქტსარფზეც". თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ..-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი APRANAX PLUS აღმოაჩინეს", - აღნიშნავენ უწყებაში.



საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ამ შემთხვევაში საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016