reportiori.ge - როგორ დაიწერა პოპულარული სიმღერა „ბესამე მუჩო”
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:43
სხვადასხვა
როგორ დაიწერა პოპულარული სიმღერა „ბესამე მუჩო”
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 12:30


პოპულარული სიმღერა ბესამე მუჩო" მექსიკელმა კომპოზიტორმა კონსუელო ველასკესმა ჯერ კიდევ 1940 წელს დაწერა, თუმცა პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. ესპანურ ენაზე დაწერილი სიმღერა 20 -ზე მეტ ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მსოფლიოს საუკეთესო ჯგუფებმა და მომღერლებმა შეასრულეს.



სხვადასხვა ეპოქაში მრავალი სიმღერა შექმნილა, რომელიც მსოფლიო ჰიტად ქცეულა, თუმცა განსაკუთრებულ აღნიშნვას იმსახურებს ის ფაქტი, რომ „ბესამე მუჩო" („მაკოცე მაგრად") კონსუელო ველასკესმა 15 წლის ასაკში დაწერა. წლების შემდეგ, როდესაც მას ჰკითხეს, ვინ იყო მისი სიყვარული, რომელმაც ასეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, ველასკესის პასუხი ყველასთვის გასაოცარი აღმოჩნდა. მისი თქმით, სანამ ამ სიმღერას დაწერდა, მას არც კი უკოცნია ვინმესთვის. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.



სიმღერას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტილში ასრულებდნენ ისეთი დიდი მომღერლები, როგორიცაა პლასიდო დომინგო, ელვის პრესლი, ხოსე კარერასი, ჯგუფი ბითლზი" და ა.შ.



კონსუელო ველასკესი დაიბადა 1924 წლის 21 აგვისტოს ქალაქ გუზმანში, მექსიკაში. მან პიანინოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო. ველასკესი 6 წლის ასაკში უკვე დიდ სცენაზეც გამოდიოდა. იგი მოგვიანებით სასწავლებლად გაემგზავრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში და სწავლა განაგრძო მექსიკის ეროვნულ კონსერვატორიაში, სადაც სიმღერების წერას მოჰკიდა ხელი და, ამავდროულად, ცნობილი პიანისტი გახდა.



ბესამე მუჩო პირველად 1941 წელს ჩაიწერა. ეს სიმღერა გახდა მეოცე საუკუნის უდიდესი ბიგ- ბენდის ჰიტი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.



1999 წელს „ბესამე მუჩო"  ერთადერთი მექსიკური სიმღერა გახდა, რომელიც აშშ - ს ჰიტ-პარადში მთელი სამი თვის განმავლობაში პირველ ადგილს ინარჩუნებდა. „ბესამე მუჩო" საუკუნის სიმღერად აღიარეს.



ამ სიმღერამ ველასკესს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ის ჰოლივუდში ლეგენდარულ უოლტ დისნეისთან შესახვედრად მიიწვიეს და მის ფილმ „უოლტ დისნეიზე" თანამშრომლობაზეც დათანხმდა. ველასკესი ასევე მონაწილეობდა ცნობილ რუსულ ფილმში - „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა", რომელმაც 1980 წელს, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა „ოსკარი" აიღო.



ველასკესი ამავდროულად უამრავი სიმღერის ავტორია, რომლებმაც ასევე დიდი წარმატება მოუტანეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: „Yo no fui" , „Anoche", „Al nacer este día", „Aunque tengas razón", „Déjame quererte", და სხვ. მიუხედავად წარმატებისა და საზოგადოების სიყვარულისა, კონსუელო ველასკესმა ცხოვრება მარტოობაში გაატარა და არასდროს დაქორწინებულა.



კონსუელო ველასკესი 2005 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.



წყარო - plus.kvira.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016