მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ითანამშრომლონ მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე ანგარიშვალდებულება არ აქვთ.
შოთაძემ უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს პროკურატურის მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვს. მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ ეს არის უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა.
„ჩვენ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. თუ მოგვმართავს, მზად ვართ პასუხები გავცეთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
26 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურას შეკითხვით მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.