reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:50
სამართალი
ირაკლი შოთაძე: მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 13:03


მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ითანამშრომლონ მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე ანგარიშვალდებულება არ აქვთ.



შოთაძემ უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს პროკურატურის მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვს. მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ ეს არის უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა.



„ჩვენ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. თუ მოგვმართავს, მზად ვართ პასუხები გავცეთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



26 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურას შეკითხვით მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016