reportiori.ge - "ტაბულას" თანამშრომლებს რესტორანში ვახშმობისას თავს დაესხნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:41
სამართალი
"ტაბულას" თანამშრომლებს რესტორანში ვახშმობისას თავს დაესხნენ
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 13:07


"ტაბულას" თანამშრომლებს, რომლებიც თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) რესტორან "ჭაშნაგირში" ვახშმობდნენ, სამი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.


ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან სოციალურ ქსელში ავრცელებს ლევან სუთიძე. მისი ინფორმაციით, უცნობ მამაკაცთა თავდასხმის მოტივი "ეკლესიის გინება" იყო. ლევან სუთიძე წერს, რომ უცნობებმა მაგიდები დალეწეს. ფოტოზე ჩანს, რომ ჭურჭელიც დამსხვრეულია. "პატრულს ველოდებით", -  აღნიშნავს სუთიძე.


მომხდარს გამოეხმაურა "ტაბულას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც, რომელიც საქართველოში არ იმყოფება:

 

„ტაბულას ჟურნალისტებს, ნინო მაჭარაშვილს, ლევანს სუთიძეს, ირაკლი კიკნაველიძეს და ტაბულას ყოფილ ჟურნალისტს, ავთო ქორიძეს, ლესელიძეზე, რესტორან „ჭაშნაგირში" დაესხნენ თავს. მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. რესტორანი დალეწილია. პატრული ადგილზეა.

 

თავდასხმის მოტივი ეკლესიის კრიტიკა და სუთიძის და კიკნაველიძის მიერ ბესელია/კობახიძის მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული უგვანი არსების, გაბედავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებებია.

 

სამწუხაროდ მე საქართველოში არ ვარ, მაგრამ მთავრობას ვურჩევ დროულად იპოვოს სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩამდენები", - წერს ჩერგოლეიშვილი.


რეპორტიორი" გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის, ძალადობის, აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016