reportiori.ge - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები სავარაუდოდ გახანგრძლივდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:50
მსოფლიო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები სავარაუდოდ გახანგრძლივდება
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 13:53


რუსული გამოცემა „იზვესტია"წერს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წინააღმდეგ სანქციებს სავარაუდოდ, კვლავ გაახანგრძლივებენ.



გამოცემის თანახმად, შესაბამის გადაწყვეტილებას ასამბლეის სესიაზე მიიღებენ, რომელიც 25-29 იანვარს სტრასბურგში გაიმართება. ამ ინიციატივას სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ დეპუტატები შვედეთიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, პოლონეთსა და დიდი ბრიტანეთიდან.



რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ ჯაბაროვის განცხადებით, სანქციების გახანგრძლივების შემთხვევაში რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში ყოველწლიურ გადასახადს აღარ გადაიხდის.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსულ დელეგაციას ხმის მიცემის უფლება, ასამბლეის ორგანოების მუშაობასა და არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობა გასული წლის იანვარში, უკრაინაში არსებული ვითარების გამო აუკრძალა. საპასუხოდ, რუსულმა დელეგაციამ ასამბლეა 2015 წლის ბოლომდე დატოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016