reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: ნებისმიერი პიროვნება, თუ მისი ბრალეულობა იკვეთება მიეცემა პასუხისგებაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:36
სამართალი
ირაკლი შოთაძე: ნებისმიერი პიროვნება, თუ მისი ბრალეულობა იკვეთება მიეცემა პასუხისგებაში
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 14:17


მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ჟურნალისტებთან საუბარში ალეკო ელისაშვილისთვის გარკვეული ვიდეოჩანაწერის ამოღებასთან დაკავშირებით უწყების უარს გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროდ, პროკურატურას არ აქვს იმის რესურსი, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი.



საქართველოს პროკურატურაში ამ საქმის ფარლებში ჩატარდა უპრეცედენტო საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც იგულისსმება ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილისა და მისი მოადგილის, გიორგი გოგაძის დაკითხვა. ეს ადამიანები დაკითხულები არიან. არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე არ უარყოფენ ასეთი შეხვედრის არსებობა. შესაბამისად, რატომ ხდება ამ ჩანაწერებით სპეკულირება, ჩემთვის გაუგებარია. მათ დაადასტურეს, რომ იყო შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედარზე არ ყოფილა საუბარი შეწყალების კომისიის საქმიანობაზე და იმ პრობლემატიკაზე, რომელიც შეწყალების საქმიანობას თან ახლავს. შესაბამისად, ეს ფაქტები გამოკვლეულია. სამწუხაროდ, პროკურატურას იმის რესურსი არ აქვს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი, რაც საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.



შოთაძის განცხადებით, ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდეგ გამოძიების შედეგებს საზოგადოებას დეტალურად მიაწვდიან.

 

 

ამავდროულად, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოს და ბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მისივე სიტყვებით, მას მიაწოდა კორუფციული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად იმის შესახებ, რომ დეპუტატებს ჰქონდათ შეწყალების საქმეში ქრთამი აღებული. მე ვისურვებდი, რომ მას რეალურად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და რეალურად დაესახელებინა ის პირი, რომელსაც მართლაც შეუძლია გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ.

ნებისმიერი პიროვნების მიმართ, თუ იკვეთება სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალეულობა, არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც გულსიხმობს მის პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ ამას არასდროს არ მოვრიდებივართ და არც მომავალში მოვერიდებით", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016