reportiori.ge - პროექტი, რომლის წყალობითაც შეიძლება თქვენი სიბერე უზრუნველი გახადოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:33
პრეს-დაიჯესტი
პროექტი, რომლის წყალობითაც შეიძლება თქვენი სიბერე უზრუნველი გახადოთ
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 18:47


გაერთიანებული პროფკავშირები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით დაგროვებით საპენსიო მოდელზე მუშაობს. პროექტი თითქმის დასრულებულია და პარლამენტში წარადგენენ. ამ თემაზე  „ალიას" გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით დაგროვებითი საპენსიო მოდელით ადამიანები გარკვეულწილად თავიანთ სიბერეს უზრუნველს გახდიან.


„ჩვენი მოდელის მსგავსი საპენსიო დაზღვევა ევროპაში მოქმედებს, ადამიანებს არ ეკარგებათ ფული და თავიანთ სიბერეს გარკვეულწილად უზრუნველს ხდიან. ეს გახლავთ კლასიკური, აპრობირებული, ევროპული მოდელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრების, მენტალიტეტისა და საზოგადოების დღევანდელი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით შევქმენით.

 

საქართველოს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ აქვს ფუფუნება, რომ მოქალაქეებმა მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრონ. საპენსიო დაგროვებითი სისტემის რეფორმა ეფექტური რომ იყოს,   საზოგადოებამ რეალურად უნდა ნახოს სიკეთე. მნიშვნელოვანია სოლიდარობა, რაც ნიშნავს შემდეგს: თუ დღეს ჩვენ ყველა ვთანხმდებით და ვითვალისწინებთ ამ საპენსიო დაზღვევის სისტემაში ჩართვას და შეგვაქვს გარკვეული შენატანები, ხვალ თუ თქვენ რაღაც პრობლემა შეგექმნათ, ან დეკრეტულ შვებულებაში გახვალთ, ან შრომისუნარიანობა დროებით შეგეზღუდებათ (საავადმყოფო ბიულეტენს ვგულისხმობ), თქვენ არ უნდა გქონდეთ წყვეტა ამ საპენსიო ფონდში და თქვენს ნაცვლად  ჩვენ უნდა ვიხდიდეთ გარკვეულწილად თანხას, შემდეგ თქვენ გადაიხდით  ჩემსას და ასე შემდეგ... საჭიროების მიხედვით...

 

ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს ექნებათ ზედა ზღვარი, ვინ რამდენს აიღებს პენსიას, ეს  იქნება ადამიანის მაქსიმალური ხელფასის, დაახლოებით, 40-დან 60 პროცენტამდე. ვთქვათ, თუ ადამიანს ხელფასი 1 900 ლარი აქვს, მისი პენსია ვერ იქნება 800 ლარზე მეტი.

 

ჩვენი მოდელი იქნება სავალდებულო: თუ ხარ დასაქმებული შენატანები უნდა გააკეთო და სავალდებულო კარგია იმიტომ, რომ ინფლაციამ ფული არ შეჭამოს, ამას ფონდი გააკონტროლებს და გეძლევა შანსი, უზრუნველი სიბერე გქონდეს, როცა პენსიაზე გახვალ.

 

45 წლის ადამიანს დღესვე სჭირდება იმის გარანტია, რომ ამ სისტემაში თუ ჩაერთვება, იხეირებს. 45 და 55 წლის ადამიანი ამ სისტემაში ჩაერთვება და მეორე-მესამე წელსვე საბაზისო პენსიაზე უკვე რაღაც დანამატს იქიდან მიიღებს", - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: ალია


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016