reportiori.ge - ალეკო ელისაშვილი: ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ დიდი ცხვირი მაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:28
სამართალი
ალეკო ელისაშვილი: ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ დიდი ცხვირი მაქვს
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 13:45



ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი თამარ ავალიანი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის უფლებებს დაიცავს, ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ აიყვანა ადვოკატი და ხომ არ ხედავს საფრთხეს, რომ მას სამართლებრივი პრობლემები შეექმნას, ელისაშვილმა ადვოკატთან და „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ დიდი ცხვირი აქვს.



ერთადერთი ჩემი დანაშაული ის არის, რომ დიდი ცხვირი მაქვს. ბავშვობაში რომ მარწყვი მოვიპარე, ამას ვერ გაიგებენ. ჩემს მიმართ, რაიმე სამართლებრივი პრეტენზიის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის აყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პროკურატურასთან მხოლოდ ფორმალურად ვითანამშრომლებ. ხშირად ხდება ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე და ადვოკატთან ერთად, ფეხდაფეხ მივყვები ყველაფერს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამიდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ ცესკოდან ჩემი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გამოითხოვა.

არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, რა კავშირი აქვს მიმდინარე გამოძიებასთან სარეგისტრაციო დოუმენტაციას და იკვლევენ თუ არა ჩემი საინიციატივო ჯგუფის წევრებს. ჯერჯერობით ამას ვერ მივხვდი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016