reportiori.ge - გვატემალის პრეზიდენტად ჯიმი მორალესი ოფიციალურად დაინიშნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:44
მსოფლიო
გვატემალის პრეზიდენტად ჯიმი მორალესი ოფიციალურად დაინიშნა
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 10:33



„BBC"-ის გავრცელებული ინფორმაციით, გვატემალის პრეზიდენტის პოსტი ყოფილმა კომიკოსმა ჯიმი მორალესმა ოფიციალურად დაიკავა. ინაუგურაციის ცერემონიალს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს I და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.



ინაუგურაციის ცერემონიალის დროს ჯიმი მორალესმა განაცხადა, რომ მას სასწაულების სჯერა და შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.



46 წლის მორალესმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასული წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. მისი წინამორბედი ოტო პერეს მოლინა კი კორუფციის სკანდალის გამო იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა.



გვატემალის ახალი პრეზიდენტი ჯიმი მორალესი ცნობილი მსახიობი და პროდუსერია. თუმცა, მოსახლეობის ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ იგი ქვეყნის მართვას შეძლებს. კრიტიკოსების თქმით, იგი კარგია კომედიაში და არა პოლიტიკაში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016