reportiori.ge - როგორ ჩააბარეს ახალგორი თარგამაძე-სააკაშვილმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:14
პრეს-დაიჯესტი
როგორ ჩააბარეს ახალგორი თარგამაძე-სააკაშვილმა
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 11:32


თბილისის სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლეონარდო დევდარიანი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალგორი დღესაც ჩვენი იქნებოდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გივი თარგამაძემ და სააკაშვილმა ჩააბარეს.



დევდარიანი საუბრობს, რომ ომის პერიოდში რუსეთის გენშტაბის იმჟამინდელ უფროსს, გენერალ მაკაროვს აცნობა, რომ ოსი ბანდიტები რუსეთის სახელით ახალგორს არბევდნენ. მისივე ინფორმაციით, მაკაროვმა გენერალ ბორისოვთან დარეკა და ოსი ბანდიტებისგან გაწმენდა, ასევე ახალგორის ქართული მხარისთვის ჩაბარება უბრძანა, თუმცა, როგორც დევდარიანი დასძენს მიხეილ სააკაშვილი და გივი თარგამაძე წინააღმდეგნი წავიდნენ:


„2008 წლის აგვისტოს ომის დროს ახალგორში ოსი ბანდიტები შეიჭრნენ და რაიონი ქართული მოსახლეობისგან დაიცალა. გენერალ ბორისოვთან ჩავედი გორში, ჩემი კავშირების საშუალებით სასწრაფოდ დავურეკე რუსეთის გენშტაბის უფროსს, გენერალ მაკაროვს და მოვახსენე - ახალგორი ძირძველი ქართული რაიონია, რომელსაც ოსი ბანდიტები რუსეთის სახელით არბევენ და ეს თქვენი სირცხვილია, რაც შეეხება კარალეთის ბაზას, რომლის დაბრუნებასაც, საქართველოს მთავრობა ითხოვს, ის სამხედრო კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაა და რუსეთის არმიას საპოლიციო ბაზასთან რა ხელი აქვს -მეთქი?! მაკაროვმა მოკლედ მიპასუხა -გასაგებია, დავრეკავო! ზუსტად ხუთ წუთში გენერალმა მაკაროვმა დაურეკა გენერალ ბორისოვს და უბრძანა - ახალგორის რაიონი სასწრაფოდ, გაწმინდე ოსი ბანდიტებისგან, აღმართე იქ საქართველოს სახელმწიფო დროშა და ჩააბარე ქართულ მხარეს, ხოლო კარალეთის ბაზა დაუყონებლივ გადაეცით ქართულ პოლიციასო! ეს რომ ერეკლე კოდუას ვუთხარი, კინაღამ სიხარულისგან გაგიჟდა და მითხრა - ახლავე ჩემს უფროსობას მოვახსენებ ყველაფერსო! ხუთი წუთის შემდეგ დამირეკა, ხმა ჰქონდა ჩავარდნილი - ბატონო ლეონარდო, სამხედრო ბაზის გადმოსაცემად რაზმი გავამზადე, მაგრამ ახალგორს ვერ ჩავიბარებ, უფროსობა წინააღმდეგიაო. როგორც ერეკლე კოდუამ მითხრა, ის ელაპარაკა გივი თარგამაძეს და სწორედ გივი თარგამაძე და სააკაშვილი იყვნენ წინააღმდეგები, რომ რუსებს ახალგორი ოსებისგან გაეწმინდათ და ჩვენთვის გადმოეცათ.

 

თარგამაძეს ასე უბრძანებია კოდუასთვის - სასწრაფოდ დაუკავშირდი ლეონარდოს, ყველაფერი უკან გადაითამაშოსო! ამას რომ მეუბნებოდა, ერეკლე კოდუა გივი თარგამაძეს და სააკაშვილს უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა! ტვინში სისხლი კინაღამ ჩამექცა.

 

რუსის ჯარი უკვე ახალგორში მიდიოდა, რათა იქაურობა ოსებისგან გაეწმინდა და ჩვენთვის გადმოეცა და ამ დროს გივი თარგამაძის ბრძანებით, რუსულ "ბეემპეებსა" და "ბეტეერებს" ლამისყანასთან პატრულმა ჯიპებით გადაუკეტა გზა. სწორედ ის ამბავი იყო, "ბეემპემ" ჯიპს რომ გადაუარა და გზა გააგრძელა ახალგორისკენ.

 

იგოეთში რომ მივედი, ჩვენი გენშტაბის უფროსი გოგავა იქ იყო დამალული რიყეში. კოდუაც იქ დამხვდა. ჩემ თვალწინ მან კიდევ ერთხელ დაურეკა გივი თარგამაძეს, სულ გიჟები ეძახა მაგათ, მაგრამ ვერაფერს მიაღწია - გზა არ გახსნეს! გენშტაბის უფროსს რა არ ვუწოდე, მაგრამ იჯდა თავჩაღუნული და ხმას არ იღებდა",- აცხადებს ლეონარდო დევდარიანი.


 

 

წყარო: ასავალ-დასავალი

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016