reportiori.ge - შსს-მ სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:33
სამართალი
შსს-მ სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 23:02


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული იოსებ.. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე თავისივე საცხოვრებელი კურპუსის სადარბაზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს,1986 წელს დაბადებულ ზაზა.. - სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა, იოსებ. ვ მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ - ის 108- მუხლით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016