reportiori.ge - „მონოპოლისტის თამაშის წესები არის ამგვარი - ის მაქსიმალურად სარგებლობს თავისი პოზიციით“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:06
პრეს-დაიჯესტი
„მონოპოლისტის თამაშის წესები არის ამგვარი - ის მაქსიმალურად სარგებლობს თავისი პოზიციით“
ავტორი:
16 იანვარი, 2016. 13:09


„ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები იმიტომ დაიწყო ხელისუფლებამ, რომ ამით ევაჭრება რეალურად "სოკარს". თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?", - „ნეტგაზეთის" ამ შეკითხვას ანალიტიკოსი ენერგეტიკის ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძეს პასუხობს: 



„მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მონოპოლისტი მომწოდებელი, ვინც არ უნდა იყოს, რამდენად კეთილგანწყობილი მეზობელიც არ უნდა იყოს, მონოპოლისტის თამაშის წესები არის იმგვარი, რომ ის მაქსიმალურად სარგებლობს თავისი პოზიციით. როდესაც არის ორი ან სამი მიმწოდებელი, რასაკვირველია, კონკურენციის მეტი შანსია და მეტი შესაძლებლობა არის იმისა, რომ ფასზე წარმატებული მოლაპარაკება მოხდეს.

 

გაზპრომთან მოლაპარაკებები აპრილიდან მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტიური სომხეთისთვის და ყოველი წლის ბოლოს დგინდება კომერციული კონტრაქტი გაზის გატარების შესახებ. ამ კონტრაქტის დადებას წინ უძღვის გარკვეული შეხვედრები, სადაც მხარეები ლაპარაკობენ გარკვეულ თემებზე, რომელიც არის წმინდა კომერციული და ამ მოლაპარაკებებს მსოფლიოში წინსწრებით არავინ აცხადებს და არავის აფრთხილებს.

 

კომერციული მოლაპარაკებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი მოლაპარაკებების შედეგები ცხადი ხდება მას შემდეგ, რაც მხარეები ერთმანეთს მოელაპარაკებიან, კონსესუსს მიაღწევენ და შედეგს დადებენ. ვინ ლაპარაკობს წინასწარ, რას ითხოვს ან ერთი, ან მეორე მხარე? პირადად მე არ გამიგია", - ამბობს ჯერვალიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016