reportiori.ge - „სოკარი“ როგორ ვაიძულოთ, 40 000 000 $ ჩადოს და სადგურის მშენებლობა დაიწყოს საკუთარ ტერიტორიაზე?!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:01
პრეს-დაიჯესტი
„სოკარი“ როგორ ვაიძულოთ, 40 000 000 $ ჩადოს და სადგურის მშენებლობა დაიწყოს საკუთარ ტერიტორიაზე?!“
ავტორი:
16 იანვარი, 2016. 23:10



„ზაფხულში ვიყიდით აზერბაიჯანში ან რუსეთში გაზს, ამას ჩავტვირთავთ გაზსაცავში და შეგვიძლია ზამთარში გაზის მოხმარება თვითონ დავაბალანსოთ. ეს არ იქნება 2019 წლამდე, მაგრამ ჩვენ აქამდეც დავაგვიანეთ. ახლა თუ იქნება, 2019 წელს მაინც, ძალიან კარგი", -განცხადებას ანალიტიკოსს ენერგეტიკის ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე „ნეტგაზეთთან" ინტერვიუში აკეთებს. გთავაზობთ ამონარიდს:


"სოკარისგან" გაზის მოწოდების პრობლემა არის გაზსადენის გამტარობის შეზღუდულობის გამოც. სოკარის გაზსადენი, აზერბაიჯანი-საქართველოს დამაკავშირებელი გაზსადენი, რომლის გამტარობაც იყო 5 მილიონი კუბური მეტრი დღიურად, არ არის საკმარისი საქართველოს გაზრდილი მოსახლეობისთვის. ქართულმა მხარემ არაერთხელ სთხოვა აზერბაიჯანს, რომ გაკეთებეინათ აღდგენითი სამუშაოები იმისათვის, რომ მილსადენის გამტარობა გაზრდილიყო 7 მილიონ კუბურ დღეში. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, უნდა აშენდეს დამატებით კომპრესორის სადგური. ვიღაცები გამოვიდნენ და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რატომ არ გაითვალისწინა წინასწარო.

 

ჩვენ "სოკარი" როგორ უნდა ვაიძულოთ, რომ 40 მილიონი დოლარი ჩადოს და ახალი საკომპრესორო სადგურის მშენებლობა დაიწყოს საკუთარ ტერიტორიაზე. მოთხოვნა რამდენჯერმე იქნა წაყენებული, რომ გთხოვთ გაზარდოთ, ვინაიდან მოხმარება გვეზრდება. ახლა გაუზრდიათ ერთი მილიონით და ექვს მილიონამდე აუყვანიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. შვიდ მილიონამდე უნდა ავიდეს, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. როდესაც გაზსაცავი გვექნება, ჩვენ უკვე მეტი მოქნილობა გვექნება.

 

 

გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში იმდენად გადაიღალა, აშკარად მივიდა სახელმწიფო იმ დასკვნამდე, რომ ერთადერთი გამოსავალი, ხვეწნა-მუდარა და მუხლზე დაჩოქება არ დაგვჭირდეს ზამთარში, არის გაზსაცავი", - აცხადებს ჯერვალიძე.




წყარო: ნეტგაზეთი








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016