reportiori.ge - ჟან-კლოდ იუნკერი: 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა და დასაქმება იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:40
მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა და დასაქმება იქნება
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 11:06


 


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უზრუნველყოფა იქნება. იუნკერმა გადაუწყვეტ პრობლემებად დაასახელა - უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება, რუსეთთან უთანხმოება და ტერორისტული საფრთხეები. მისივე თქმით, ევროკავშირი მიგრაციული კრიზისისთვის მზად არ იყო.



ევროკომისიის პრეზიდენტმა უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის განცხადებები, რომლებსაც მიგრანტების მიღება არ სურთ.



კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი იყო შესაძლებელი ძალიან მძიმე პირობებში. თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, როგორც ჩანს, შეექმნა პრობლემები მინისტრთა საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით.

თუ 2016 წელს არ შესრულდება ნაკისრი ვალდებულებები, ევროკავშირში ნდობის კრიზისი შეიქმნება.

თუ შენგენის ზონა მიგრაციულ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდება, ეს მძიმე დარტყმას მიიტანს ეკონომიკაზე და უმუშევრობას გაზდის.

გასული წელი ევროპისთვის მძიმე იყო. ყველაფერი რთულად იქნება წელსაც. მაგრამ არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს დასასრულის დასაწყისია", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016