პოლიტიკა იმდენად დიდი, ღრმა და უკიდეგანო სივრცეა, რომ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს კაცს...
მახსოვს დუდაევი... მისი აღზევება და... ლიკვიდაცია!
რა დამავიწყებს გრაჩოვის ტანკების შესვლას გროზნოში და ამ ტრანსპარანტს: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება... ჯოჯოხეთში!!!"
ბევრი სისხლი დაიღვარა მაშინ. შემდგომ! ეროვნული გენი არსებობაც კი დადგა ეჭვქვეშ! სახეზე იყო სრული კატასტროფა, მაგრამ... არ ეცემოდა ჩეჩნური სული!
ჩეჩნეთი და მისი ბრძოლა იყო იდეალის მაგალითი!
და ვინმე წარმოიდგენდა მაშინ, რომ გავიდოდა სულ რაღაც 5-10 წელი და...
ჩეჩნეთის თავკაცი რუსეთის გმირი გახდებოდა, მისი არმიის გენერალი, მისი პრეზიდენტის ტრიბუნი და საერთო რუსულ ოპოზიციასთან მისი ბრძოლის გამხმოვანებელი!
ასევე, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე!
ასევე, ათასობით ჩეჩენი სპეცნაზელი, რომელიც პირად ერთგულებას ეფიცება რუსეთის პრეზიდენტს და მზად არის მისი ნებისმიერი (!) ბრძანება შეასრულოს!
აი, რას შვება პ ო ლ ი ტ ი კ ა!
მავანისთვის ეს პოლიტიკური სიბრძნის ეტალონური ნიმუშია, ეროვნული გენის და ერის მომავლის გადარჩენისთვის გაწეული მსხვერპლი... შესაძლოა ეს ასეც არის.
მთავარი ამ შემთხვევაში ფინალია, დღევანდელი რეალობა: ჩეჩნეთის მოქმედი პოლიტიკური ელიტა და მრავალრიცხოვანი ძალოვანი სტრუქტურები რუსეთის პრეზიდენტის პირადი გვარდიის ფუნქციას ასრულებს.
ეს არის პოლიტიკური შედეგი!
კონკრეტული პოლიტიკური შედეგი დროში და სივრცეში!
ზოგადად, ასეთი შედეგის მისაღწევად ჭეშმარიტი პროფესიონალები (ყველა ქვეყნისა) ყოველთვის ირჩევენ ადექვატურ გზას. ეს გზა კომპრომისებით არის აღსავსე და ზნეობასთან ბალანსში არ არის. სამაგიეროდ, დგება შედეგი!
შედეგი, რომლის მისაღწევად ორივე მხარე-"მომსყიდველი" და "მოსასყიდი" ტიპები არჩევენ შესაბამის პოლიტექნოლოგიებს, რამეთუ მიზანი ამართლებს საშუალებებს და, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა მოსყიდვა ჩინ-მედლებით, ფულით, პრივილეგიებით, დეპუტატობით, გრანტებით... და ამას არა მარტო ქვეყნის გარე ძალები აკეთებენ.
ასე იყო და ასე არის! ასე მოხდა ჩვენს მეზობელთანაც...
მით უმეტეს, მოსყიდვის (გადაბირების, ღალატის, კარიერის...) მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი "ბაზარი" იქაც ხელისგულზე იყო და "მყიდველიც" ოთხივე მხრიდან ძნელი საძებარი არ გახლდათ.
საყოველთაო გაჭირვების ჟამს კი ფასზე არავინ ვაჭრობს....
არადა პირველი (!) ნაბიჯია ძნელი, თორემ... მერე ადვილად (!) მიდის პროცესი!
ამ ნაბიჯს ღალატი ქვია! ყველგან და ყოველთვის ერქვა და ერქმება ღალატი!
რა თქმა უნდა სიტყვა ჩეჩნეთმა მოიტანა, თორემ თორემ ჩვენში ამ სენს რა უნდა...
ახლა, წინასაარჩევნო მარათონს რომ სტარტი მიეცა, ამ პროცესის გაჯეჯილებისთვის კია შექმნილი ნოყიერი ნიადაგი, მაგრამ... ქართული პოლიტიკური სცენისთვის ეს სენი მიუღებელია და არავითარი გადარბენ-გადმორბენები პარტიიდან-პარტიაში, კოალიციიდან-კოალიციაში, თბილისიდან-მოსკოვ-კიევ-ვაშინგტონში არ მოხდება... არც ახალი გირჩების და ნიჟარების შექმნა-გამოხტომებია მოსალოდნელი...
ერთი-ორი თვე პოლიტიკური ამინდის ტემპერატურას კომპრომატების ომი განსაზღვრავს, მერე კი...
P.S. დანარჩენი სხვა დროს!
http://avmalgin.livejournal.com/5975142.html