reportiori.ge - ზვიად კვაჭანტირაძე: საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:53
პრეს-დაიჯესტი
ზვიად კვაჭანტირაძე: საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ იქნება!
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 18:57


„გაზპრომთან" მოლაპარაკებებთან დაკავშირებით Prime Time"-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ესაუბრა. მისი თქმით მთავრობა ვალდებულია მოსახლეობა ტექნიკური პრობლემის არსებობის გამო არ დააზარალოს.



„სამწუხაროდ, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური სპეკულაციების თემად, ვინაიდან „გაზპრომზე" საქართველოს დამოკიდებულების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ჩვენი მხრიდან საქართველოს მთავრობას სრული ნდობა აქვს გამოცხადებული და ეს ნდობა ვრცელდება ენერგობაზრის რეგულირების მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე.

 

ბუნებრივი აირის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვაკვირდებოდი, დადებითად შევაფასებდი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის „სოკარის" წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს მეგობარია და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია „სოკართან" თანამშრომლობა. შეხვედრის შემდეგ თქვენ მოისმინეთ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ მთავრობა მზად არის, განიხილოს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც.

 

ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა ზამთრის პერიოდში გაზის დეფიციტს განიცდის და ამ პრობლემას ტექნიკური ხასიათი აქვს. 2003 წლიდან ეს პრობლემა გვარდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. ჩვენი მთავრობა ცდილობს, რომ ეს საკითხი გადაჭრას, არის დაგეგმილი 2016 წლიდან გაზსაცავის მშენებლობა, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით.  ეს პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის მიმართ არსებობს „სოკარის" მხრიდან დაინტერესებაც.  ასევე ცნობილია, რომ „სოკარის" ორივე მილსადენი მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში ქვეყნის სრული გაზმომარაგებისთვის ეს საკმარისი არ არის. მთავრობის განცხადებებიდან ირკვევა, რომ არსებობს სამომავლოდ ამ მილსადენში დამატებითი მოცულობის გატარების შესაძლებლობა.  მაგრამ ყველა ამ პროექტის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება, ჩვენ კი დღეს ვალდებულნი ვართ, მოსახლეობა ამ ტექნიკური პრობლემების გამო არ დავაზარალოთ. არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ, თუკი „შაჰდენიზის" პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველო „გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის.

 

რაც შეეხება „გაზპრომს", ამ შემთხვევაში საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებაზე, რომლის საშუალებითაც  შევძლებთ ქვეყანაში შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ. ყველა ზემოხსენებული ფაქტიდან გამომდინარე, საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ იქნება", - ამბობს კვაჭანტირაძე.

 

 

 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: პრაიმ ტაიმი 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016