reportiori.ge - ინგა გრიგოლია: გულწრფელი ვიქნები, შემეშინდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:41
პრეს-დაიჯესტი
ინგა გრიგოლია: გულწრფელი ვიქნები, შემეშინდა...
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 11:41


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უკვე ერთი თვეა ტელეკომპანია „პირველის" გენერალური პროდიუსერია. ამას გარდა ინგა გრიგოლია თებერვლიდან ყოველდღე, დღეში სამჯერ გავა ეთერში ახალი ამბებით. ტელეწამყვანი Prime Time"-თან საუბრისას ამბობს, რომ მერვედ იწყებს ცხოვრებას ნულიდან.

 

„გადაცემას მარტივად, ველოსიპედის გამოგონების გარეშე, „ინგა გრიგოლიას დღის ამბები" ერქმევა. პირველზე, ოთხზე და შვიდზე გავალ ეთერში.

 

შაბათ-კვირას ლევან ჯავახიშვილს ვუთმობ, რომელიც გააკეთებს თოქ-შოუს. როლები გავცვალეთ მე და ლევანმა. მე აქამდე არასდროს წამიყვანია ახალი ამბები და ლევანს - თოქ-შოუ. 8 საათზე ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია იქნებიან ეთერში.

 

როდესაც გადაცემები დამიხურეს და გამომიშვეს „იმედიდან", მაშინ პროტესტის ნიშნად, ჩემთან ერთად ჩემმა გუნდმაც დატოვა ეს ტელევიზია. სანამ ახალ სამსახურს დავიწყებდი, ეს ადამიანები ახალ სამსახურებში გადანაწილდნენ. არავისთვის აღარ დამიძახია და არ მითქვამს, ისევ ახლიდან დავიწყოთ ყველაფერი-მეთქი. „იმედში"  განვითარებულმა მოვლენებმა ცოტა შემაშინა, ადამიანების წინაშე აღებული პასუხისმგებლობების თვალსაზრისით. მივხვდი, რომ ჩემს თავზე იმდენად არ ვნერვიულობდი, რამდენადაც იმ ხალხზე, ვინც სოლიდარობა გამომიცხადა და ჩემთან ერთად დატოვა ტელევიზია.

 

გულწრფელი ვიქნები შემეშინდა. ეს ადამიანები ჩემს გამო და საკუთარი ღირსების გამო უსამსახუროდ დარჩნენ. ძალიან მძიმე დღეში ვიყავი, რადგან თითოეული მათგანი სხვადასხვა სამსახურებიდან მყავდა წაყვანილი. არ ვიცი რამდენად დაიჯერებთ, მაგრამ იმით ვიყავი დაინტერესებული, რომ მათ მუშაობა დაეწყოთ.

 

საბედნიეროდ არც ერთი მათგანი არ დარჩენილა უმუშევარი, რადგან მართლა პროფესიონალები მყავდა გუნდში, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო, კომპლექსი ავიკიდე, ძალიან მიჭირს პასუხისმგებლობების აღება. არაფერია გამორიცხული, რაც არ უნდა არანორმალური რეჟიმით, თავდაუზოგავად მუშაობდე, შეიძლება, შენმა დამქირავებელმა ერთ მშვენიერ დღეს პანღურით გამოგაგდოს სამსახურიდან. მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რისკის ქვეშ სხვა ადამიანებს ვეღარ დავაყენებ", - ამბობს ინგა გრიგოლია.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: Prime Time


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016