reportiori.ge - აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ თურქეთიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:18
მსოფლიო
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ თურქეთიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 18:13


BPN-ის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ თურქეთიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ე.წ მთავრობამ იმ პროდუქტების სია დაამტკიცა, რომელთა იმპორტიც 2016 წლის 1-ელი მარტიდან შეიზღუდება. შესაბამისი ბრძანება დე - ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრემიერ-მინისტრმა არტურ მიკვაბიამ გასცა.


საუბარია თევზზე, თევზის ხორცსა და თევზის ფქვილზე, ასევე კარტოფილზე, პომიდორზე, ხახვზე, კომბოსტოსა და კიტრზე. რაც შეეხება ხილს, შეზღუდვა შეეხება ციტრუსს, ყურძენს, ნესვს, საზამთროს, ვაშლს, მსხალს, პაპაიას, კომშს, გარგარს, კენკრას, ატამს, ქლიავსა და კვრინჩხს. აკრძალვა არ შეეხება პირადი მოხმარების მიზნით იმპორტირებულ პროდუქციას", - ნათქვამია დე - ფაქტო მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.



აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ დაშვებული იქნება პირადი მოხმარების მიზნით 50 კილოგრამამდე საკვები პროდუქციის იმპორტი.


დე-ფაქტო აფხაზეთი რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გასულ კვირას შეუერთდა. ე.წ მთავრობაში აცხადებენ, რომ აფხაზეთისთვის ამას უარყოფითი გავლენა ექნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო რუსეთთან გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების" გამო. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016