reportiori.ge - სასჯელაღსრულება: პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც მსჯავრდებულმა მიმართა, არამიზანშეწონილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:36
სამართალი
სასჯელაღსრულება: პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც მსჯავრდებულმა მიმართა, არამიზანშეწონილია
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 18:49



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობა და თვითდაზიანება, რომელსაც #2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ო.ა-მ მიმართა, არამიზანშეწონილია.



მსჯავრდებულ .- მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას და დასაქმებას, განვმარტავთ, რომ როგორც მსჯავრდებულის დასაქმების, ასევე, თითოეული მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს სწავლობენ პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რათა თავიდან იყოს აცილებული გადაყვანასთან დაკავშირებული შესაძლო ექსცესები, როგორც სხვა პატიმრებთან, ასევე, გადასაყვანი პირის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ .- თვითდაზიანებებისადმი მიდრეკილება და სხვა გარემოებები სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ხელს არ უწყობს მის დასაქმებას და ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას.

 

მსჯავრდებული . ორჯერ არის ნასამართლევი ქურდობის ბრალდებით, პირველად 2011 წელს, რაზეც სასჯელის ვადა 2014 წელს დაუმთავრდა. გათავისუფლებიდან მოკლე პერიოდში კი, ანალოგიური ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მეორედ მიესაჯა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა ვერც ერთი მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება პრივილეგიების მოპოვების ან სარეჟიმო მოთხოვნების შესუსტების საფუძველი.

 

მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის თვალსაზრისით, რაშიც დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მრავალ სიახლეს ნერგავს, მათ შორის პარლამენტში ინიცირიებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა დამტკიცების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში მცირე კაპიტალურ სამუშაოებზე მსჯავრდებულთა დასაქმება, ასევე, მსჯავრდებულთა ნაკეთობების რეალიზაცია იქნება შესაძლებელი. ყოველივე ეს მათ შესაძლებლობას მისცემს სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავალი მიიღონ, დანაზოგი გააკეთონ და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ. დასაქმება მსჯავრდებულთა რისკების შეფასების შედეგად მოხდება. დასაქმდებიან პირები, რომლებიც არ არიან საშიში, როგორც სხვა მსჯავრდებულთათვის, ასევე, საკუთარი თავისთვის", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016