reportiori.ge - ციალა შანავა: „კორტების სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მონაწილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი დღესაც პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:10
პრეს-დაიჯესტი
ციალა შანავა: „კორტების სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მონაწილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი დღესაც პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანია!
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 11:02


ზურა  ვაზაგაშვილის დედა ციალა შანავა „ასავალ დასავალთან"  შვილისა და მეუღლის მკვლელობაზე საუბრობს. მისი თქმით, კორტების სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეოკადრებში არაერთი დამნაშავე  ჩანს, მაგრამ დღემდე არცერთი მათგანი არ არის დაპატიმრებული.



„სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეოკადრებში  არაერთი ადამიანი ჩანს, რომლებიც ჩემი შვილის მანქანას ტყვიებს უშენდნენ, მაგრამ  დღემდე არცერთი არ არის დაპატიმრებული!

 

გვპირდებიან, ყველა დამნაშავეს დაიჭერთო და ვნახოთ, რა იქნება!

 

„კორტების სპეცოპერაციის" ერთ-ერთი მონაწილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი დღესაც პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანია! ეს კაცი სასამართლოზე მოწმის სახით დაჰკითხეს და განაცხადა, იური ვაზაგაშვილზე ნაწყენი ვიყავიო, მაგრამ პროკურორმა და მოსამართლემ არც კი ჰკითხეს, რატომ იყავი ნაწყენი, იური ვაზაგაშვილმა რა დაგიშავაო?!

 

ახალი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კაცობისა და ადამიანურობის იმდენად მწამს, რომ იმედი მაქვს, იურის მკვლელობის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს!

 

საერთოდ, ირაკლი შოთაძის ძალიან მადლობელი ვარ, რადგან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ იურის მკვლელობის შემსრულებელი ოპერატიულად გამოავლინეს და დასაჯეს", - ამბობს ციალა შანავა.




მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016