reportiori.ge - რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს გარკვეული პერიოდი ვერ დაესწრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:11
მსოფლიო
რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს გარკვეული პერიოდი ვერ დაესწრება
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 11:18


„BBC"-ის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასერმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს გარკვეული პერიოდი ვერ დაესწრება.



გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსკოვმა ზამთრის სესიაზე დასწრებაზე უარი თქვა.


„ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო. ამის შედეგი იქნება შემდეგი: რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ვერ დაესწრება ასამბლეის სესიებს 2016 წლის განმავლობაში, ან სულ მცირე რუსეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე", - განაცხადა ბრასერმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გამოტოვების შესახებ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა და განმარტა, რომ რუსეთი ასამბლეას დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც მოსკოვის დელეგაცია ყველა უფლების დაბრუნების გარანტიას მიიღებს.


ამასთან, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2014 წელს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. მიზეზი კი რუსეთის მიერ ყირიმის არალეგიტიმურად მიერთება გახდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016