reportiori.ge - არჩილ თალაკვაძე: ვახტანგ ქირია საპროკურორო საქმიანობის გამო არ მოუკლავთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:25
სამართალი
არჩილ თალაკვაძე: ვახტანგ ქირია საპროკურორო საქმიანობის გამო არ მოუკლავთ!
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 23:18



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას საქმეები გაიყო.  


 

„ამ საქმეს იძიებს პროკურატურა. ეს არის ისეთი შეკითხვა, რომლის დეტალური კომენტარისგან მე დღეს თავს შევიკავებ, რამეთუ ჩვენ გვაქვს კოორდინაცია. პროკურატურამ დღეიდან ეს პროცესი თვითონ გახსნა, მან მოახდინა მხარის ინფორმირება. ასევე, რამდენადაც ვიცი, კომუნიკაციას ამ საქმის დეტალებზე უკვე გააგრძელებს საქართველოს პროკურატურა", - განაცხადა თალაკვაძემ.


რაც შეეხება იმის გამორიცხვას, რომ ვახტანგ ქირია საპროკურორო საქმიანობის და მის მიერ გამოძიებულ საქმეებზე ზეგავლენის მოხდენით მიზნით იქნა მოკლული, ეს გამოირიცხება ძალიან უბრალო და ძალიან ნათელი არგუმენტებით: ის არ მუშაობდა მაღალი პროფილის საქმეებზე და არ მუშაობდა ამ საქმეებზე მარტო, ის არ მუშაობდა მაღალი რისკის საქმეებზე და მას არც ერთხელ არ მოუთხოვია რაიმე სპეციალური დაცვის უზრუნველყოფა მისთვის იმის გამო, რომ რაიმე საფრთხე ემუქრებოდა.

 

ასევე, ნებისმიერი გამოძიება, განსაკუთრებით მაღალი პროფილის საქმეები, რომელსაც გამომძიებლები აწარმოებენ, არის დოკუმენტირებული გამოძიების ყველა ეტაპზე. თითოეული ფორმალური პროცედურა, ჩვენება, მტკიცებულებები და გარემოებათა მოპოვება არის იდენტიფიცირებული, დოკუმენტური და ეს არ ინახება რომელიმე ერთი ადამიანის ჯიბეში, ტელეფონში ან თუნდაც მის სახლში, კარადაში. ეს ინფორმაცია არის სახელმწიფო დაწესებულებაში სათანადოდ წესით შენახული. ასე რომ, რომელიმე პროკურორის ვინმეს მიერ ლიკვიდაცია ვერანაიარად ვერ იქნება თუნდაც 10%-იანი გარანტია, რომ ამ საქმეების გამოძიება შეწყდება, შეჩერდება ან სახელმწიფოს შეეშინდება ეს საქმეები გამოიძიოს.

 

ეს და სხვა გარემოებები, რომელზეც ჩვენ გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე ჯერ ვერ ვსაუბრობთ, გამორიცხავს იმას, რომ ის მოკლეს იმის გამო, რომ იყო პროკურორი. თუმცა ეს იყო ძალიან მძიმე მკვლელობა", - განაცხადა თალაკვაძემ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016