reportiori.ge - ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი მოსამართლეთა მიმართ შანტაჟის ფაქტებზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:40
სამართალი
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი მოსამართლეთა მიმართ შანტაჟის ფაქტებზე საუბრობს
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 13:22


ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, მოსამართლეთა მიმართ შანტაჟის საწინააღმდეგოდ ზომები მიიღონ.



როგორც იმედა დვალაძემ განაცხადა, ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყონ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ხელშეუხებლობა.



საქმე ეხება ორ სასამართლო დავას: წისქვილქარხნის ჩამორთმეულ ქონებას და ფოთის პორტის ნავმისადგომების იჯარის უფლების გაუქმებას.



როგორც დვალიძე აცხადებს, საქმეში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლა მიმდინარეობს.



იძულებულნი ვართ, მივმართოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა მოსამართლეთა მიმართ შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ტერორის საწინააღმდეგოდ სასწრაფოდ მიიღონ გადამჭრელი ზომები და უზრუნველყონ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ხელშეუხებლობა.

 

დღემდე ჩვენ თავს ვიკავებდით კერძო სასამართლო დავის დეტალების საჯარო სივრცეში გადატანისგან, რომელიც ეხება 2010 წელს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის ფოთის წისქვილქარხნის ქონების და ფოთის ნავმისადგომების იჯარის უფლების წართმევის ფაქტს და რომელშიც ბატონებთან კოკი ოსიპოვსა და სოსო დოლიძესთან ერთად ფიგურებსთიბისი ბანკი", როგორც დანაშაულებრივი სქემის მონაწილე. ჩვენს შემთხვევაშიც იმუშავა წინა ხელისუფლების პერიოდში აპრობირებულმა დანაშაულებრივმა სქემამ, როცა ბიზნესების და ქონების წართმევის დროს, კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად მონაწილეობდა პროკურატურა, შსს, მთელი სახელმწიფო მანქანა, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო და ესა თუ ის კომერციული ბანკი.

 

მიგვაჩნია, რომ მხარეებმა არგუმენტებით და მტკიცებულებებით უნდა იდაონ სამართლებრივ და არა მედია სივრცეში. თუმცა, ჩვენი ოპონენტების ქმედებები გასცდა სასამართლო დავის მხარეთა ურთიერთობის ყოველგვარ ზღვარს და იძულებულები ვართ, სათანადო პასუხი გავცეთ მათ ცდებს, მოახდინონ დანაშაულებრივად მითვისებული ბიზნესების გამართლება, კეთილსინდისიერ შემძენებად წარმოაჩინონ თავი და შეძლონ უკანონოდ წართმეული ქონების დაკანონება.

 

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები დღეს მოკლებულნი არიან ზემოქმედების სახელისუფლო ბერკეტებს, ისინი მაინც ცდილობენ სამართლებრივ პროცესზე ზეგავლენის მოხდენას სასამართლოს და მოსამართლეების დისკრედიტაციით, ცილისმწამებლური არზებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ მედიასივრცეში.

 

გასაოცარი ფაქტია, რომ ოპონენტები, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ აყენებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიუკერძოებლობას და, მეორე მხრივ, ითხოვენ, რომ დავა გადატანილ იქნას ფოთში იმავე სასამართლოში, რომელმაც 2010 წელს ყალბიექსპერტული" დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

 

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ სამართლიანი სასამართლო, ყველა ინსტანციაში, ძალიან მარტივად შეაფასებს სადა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტების ქმედებებს, როცა მოწინააღმდეგე მხარე, კეთილსინდისიერ შემძენად თავის გასაღების მიზნით, აქტივების დანაწევრებას და მრავალგზის გადაყიდვა-გასხვისებას ცდილობდა. უფრო მეტიც, საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, ბატონმა კოკი ოსიპოვმა, დევნილობაში მყოფ ვანო ჩხარტიშვილს საზღვარგარეთ სპეციალურად ჩააკითხა და სადავო საკითხებისდახურვის" მიზნით სოლიდური თანხა და ბიზნესში გარკვეული წილიც შესთავაზა.

 

ცხადია, ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, რომ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული ჩვენი ოპონენტების მცდელობა, თავი წარმოაჩინონ, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენებმა.

 

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების მიერ ინიცირებული დანაშაულებრივი კარტელის მოქმედებების გამო ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იძულებული იყო დაეტოვებინა საქართველო და ის დიდმა ბრიტანეთმა ცნო პოლიტიკურ დევნილად და მისცა პოლიტიკური თავშესაფარი.

 

მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ჩვენი ოპონენტების კეთილგონიერების იმედი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ შეინარჩუნონ სახე და დაბრუნდნენ სამართლებრივი დავის ცივილიზებულ ჩარჩოებში. იდაონ არგუმენტებით, ფაქტებით და ხელი აიღონ მიუღებელი მეთოდებით სამართლებრივ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის ფუჭ მცდელობებზე.

 

ოპონენტებისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ დავის მოგვარების ცივილიზებულ, სამართლებრივ გზას. მიგვაჩნია, რომ ოპონენტების ტაქტიკა, რომლებიც გადასულნი არიან მოსამართლეთა ფსიქოლოგიურ დაშინებასა და დისკრედიტაციაზე, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სიმართლის დადგენას ერთ კონკრეტულ საქმეზე, არამედ ეჭქვეშ აყენებს სამართლიანი სასამართლოს განხორციელების პრინციპს", - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა იმედა დვალიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016