reportiori.ge - შალვა ხუციშვილი: მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება მდიდარი და ღარიბი მძღოლების გათანაბრების მექანიზმი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:54
სამართალი
შალვა ხუციშვილი: მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება მდიდარი და ღარიბი მძღოლების გათანაბრების მექანიზმი იქნება
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 16:45


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება მდიდარი და ღარიბი მძღოლების გათანაბრების მექანიზმი იქნება.



მისი თქმით, ვისაც ბევრი ფული აქვს, არ უნდა იყოს პრივილეგირებული იმ თვალსაზრისით, რომ ჯარიმის სახით 5 000 ლარი გადაიხადოს და გზებზე საფრთხის შექმნა გააგრძელოს.



მართვის მოწმობებზე ქულების გამოკლების პრინციპი ისეა შედგენილი, რომ თითოეულ მძღოლს საშუალება აქვს, მოძრაობის წესები 4-5 ჯერ დაარღვიოს, ხოლო ვინც 27-ჯერ დაარღვევს, მართვის მოწმობას დაკარგავ და გამოცდის ხელახლა ჩაბარება დასჭირდება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ისინი ნამდვილად იცნობენ წესებს და მათი მხრიდან წესების დარღვევა უპასუხისმგებლობის ან არცოდნის შედეგი არ იყო. გამოცდას სავარაუდოდ, ფსიქოლოგთან გასაუბრების კომპონენტიც ექნება.

ქულათა სისტემა სხვა ქვეყანაში აღებულ მართვის მოწმობებზეც გავრცელდება. სამწუხაროდ, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში იღებენ მართვის მოწმობას, სადაც უფრო იოლია მართვის მოწმობის აღება. იმისთვის, რომ შავი ხვრელები ავიცილოთ, ეს უცხოელებზეც გავრცელდება. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ ქულების შემცირება მძღოლს სმს-ით შეატყობინოს და ამცნოს, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა მის დარღვევას. ვიდეოჯარიმების დროს ქულები არ იმოქმედებს. ქულები იმოქმედებს მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმების დროს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 


„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016