reportiori.ge - საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ჟენევაში გაემგზავრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 01:18
რელიგია
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ჟენევაში გაემგზავრა
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 21:26


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაემგზავრა.


ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.


პატრიარქი ჟენევაში თანმხლებ პირებთან ერთად დღეს გაემგზავრა.

„მისი უწმინდესობის ოფიციალური თანმხლები პირები არიან: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) - საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ასევე: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი)“. საპატრიარქოს ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრა იგეგმებოდა კონსტანტინოპოლში, მაგრამ რიგი გარემოებების გათვალისწინებით, მსოფლიო პატრიარქმა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში გადაიტანა.აქ მოხდება პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი კრების დღის წესრიგის განსაზღვრა. როგორც ცნობილია, სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები, ასევე ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი", - განმარტავენ საპატრიარქოში.


შეხვედრა ექვს დღეს გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016