reportiori.ge - პროკურორი: ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი კუსტარულად არის დამზადებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:35
სამართალი
პროკურორი: ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი კუსტარულად არის დამზადებული
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 22:38


საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი ექსპერტიზის დასკვნით კუსტარულად არის დამზადებული.


"იარაღი საქართველოშია მოპოვებული, ექსპერტიზის დასკვნით ის არის კუსტარულად დამზადებული. ლულა, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა კუსტარულად არის დამონტაჟებული იარაღზე. საქმეში არსებული მტკიცებებითაც დადგინდა, რომ მაყუჩი, რომელიც იარაღზე იყო დამონტაჟებული, ასევე კუსტარული წესით არის დამზადებული. იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო, თუმცა ლულის შეცვლით და შესაბამისი ჩარევით, მისი ცეცხლსასროლ იარაღად გადაკეთება მოხდა", - აღნიშნა მამუკა ვასაძემ გადაცემაში „პრიორიტეტი".


ვასაძის თქმით, თბილისში, საბურთალოზე, ბრალდებული პირების მიერ ნაქირავებ ბინაში ჩხრეკის შედეგად ამოღებულია შესაბამისი ხელსაწყოები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ამ იარაღის გადაკეთებისთვის.


"გვაქვს იმედი, რომ ისინი დაისჯებიან და პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობით ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადავასაძემ.


მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლექსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016