reportiori.ge - ზოგს რომ ჰგონია, ერბო ქონია... ანუ რა ხდება „რუსთავი-2“-ის საქმის გარშემო და ამჟამად რა სტადიაზეა იგი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:31
პრეს-დაიჯესტი
ზოგს რომ ჰგონია, ერბო ქონია... ანუ რა ხდება „რუსთავი-2“-ის საქმის გარშემო და ამჟამად რა სტადიაზეა იგი?
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 13:53


საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ჰგონია, რომ „რუსთავი-2"-ის გარშემო სასამართლო განხილვები დასრულდა და ამ ბრძოლაში ტელეკომპანიამ გაიმარჯვა, თითქოს სიმართლე ნიკა გვარამიას მხარესაა...


სინამდვილეში კი დავა გრძელდება, რამაც, შესაძლოა, მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთხელ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობს და ქიბარ ხალვაშიც დავის დასრულებას მშვიდად ელოდება. „რაც ახლა ხდება, ჩვეულებრივი მუშა პროცესია, ამდენად აჟიოტაჟი, რომელსაც „რუსთავი-2" ეწევა, სულაც არ არის საჭირო. ბატონი ქიბარიც აცნობიერებს, რომ სენსიტიური, ძალიან ფაქიზი საკითხია, როცა საქმე მედიასა და მაუწყებლობას ეხება, მაგრამ ქონების დათმობასაც არ აპირებს. ის კმაყოფილია იმითაც, რაც ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ხდება და მოვლენებსაც თვალს მშვიდად ადევნებს", - აღნიშნა ადვოკატმა.


რაც შეეხება საქმის მიმდინარეობას, პაატა სალიას განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. „13 იანვარს ჩაგვბარდა საჩივრები, ხოლო 27 იანვარს უნდა წარვადგინოთ წერილობით მისაგებელი საჩივარი. ამის შემდეგ დაინიშნება სასამართლო განხილვის თარიღი", - განაცხადა სალიამ ჩვენთან საუბარში.


ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ეს საქმე რთული კატეგორიის დავად მიიჩნია, საქმის წარმოება დაახლოებით 5 თვეს გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ დავა უკვე უმაღლეს ინსტანციაში - უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს, რაც თავის მხრივ 3-4 თვეს მაინც გასტანს. ანუ, „რუსთავი-2"-ის გარშემო ატეხილი დავა და აჟიოტაჟი, შესაძლოა, 2017 წლამდეც გაგრძელდეს...


ასე რომ, ერთი ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, ზოგს რომ ჰგონია, ერბო ქონია, ისე არ არის საქმე...




ნია ფიფია

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016