reportiori.ge - თინათინ მღვდლიაშვილი: იყო ცრემლი, იყო სიხარული, ზღვა ემოციები და ზღვა ყვავილები...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:56
კულტურა
თინათინ მღვდლიაშვილი: იყო ცრემლი, იყო სიხარული, ზღვა ემოციები და ზღვა ყვავილები...
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 11:24


ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მხატვრის თინათინ მღვდლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. პოეტის ძველი და ახალი ლექსები მოსწავლეებმა და ახალგაზრდა მსახიობებმა წაიკითხეს. შესრულდა პოეტის ლექსებზე დაწერილი ცნობილი და პოპულარული სიმღერები. საღამოზე გამოფენილი იყო პოეტის ნახატები. ღონისძიების მიმდინარეობასა და ემოციებზე პოეტი სოციალურ ქსელში წერს:

 

„სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში გაიმართა ჩემი შემოქმედებითი საღამო და ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაა ,,მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი №7''.

 

საღამოზე მოსულ მაყურებელს მშვენიერი სიურპრიზი დახვდა - ყველა სკამზე ეწყო ჩემი ლექსებით დამშვენებული ბუკლეტი და თითო მიხაკი (ტიციანის ფარული შეხსენება, რადგან მე ძალიან მიყვარს ტიციანი...).

 

სცენაზე ჭერიდან იყო დაშვებული ჩემი ფერწერული ნამუშევრები, გამოგიტყდებით, ულამაზესი ნახატები...

 

პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ; ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა"(ხელმძღვანელი ნათია ალფაიძე), ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ლიახვი"(ხელმძღვანელი დავით ელბაქიძე), დეკანოზი მირიან სამხარაძე, აფხაზეთის მთავრობასთან არსებული კულტურის ცენტრის წარმომადგენელი ნონა ბერაია და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, გამომცემლობა „ინტელექტის" დირექტორი კახმეგ კუდავა, მხატვარი რეზო ადამია, მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი, ექიმი ვახტანგ გაჩეჩილაძე, 2 წლის ანასტასია გოგია, მექა ხანგოშვილი და ქისტი გოგონა მილანა გუმაშვილი, თორნიკე თოდრია, დავით ჯოგლიძე, ანანო ნიკოლეიშვილი, ანა ლეჟავა, სალომე ელიავა, ლიკა მელაშვილი და სხვები.

 

რაც შემეხება მე... რასაკვირველია, წავიკითხე ლექსები და ნაწყვეტები პროზიდან... იყო ცრემლი, იყო სიხარული, ზღვა ემოციები და ზღვა ყვავილები...

 

საღამო კვლავ სიურპრიზით დამთავრდა - ამ საღამოს ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, გლდანის რაიონის გამგებელი ბ-ნი ბესარიონ ქარცივაძე, უგემრიელესი ტორტით, საუცხოო ღვინითა და სურნელოვანი ხილით გაუმასპინძლდა მთელ დარბაზს... ტორტს ამშვენებდა ჩემი სახელი და მთელ სიგრძეზე გაშლილი ფრაზა „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!", რაც, დამეთანხმებით, მეტად შთამბეჭდავი იყო...

 

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ბატონ ბესარიონს, თეონა ფრუიძეს, მარიამ ტატიშვილს... მადლობას ვუხდი ახმეტელის სახელობის თეატრს, ქედს ვიხრი ჩემი მკითხველის წინაშე...

 

დღეს მე და ნათია ალფაიძე გავემგზავრეთ მცხეთაში, მოვილოცეთ სამთავროს დედათა მონასტერი, დაბადების დღე მივულოცეთ იღუმენია ქეთევანს, გუშინდელ საღამოზე მორთმეული ყვავილებით მოვრთეთ მონასტრის ეზოში დაკრძალული იღუმენიებისა და სხვა მიცვალებულთა საფლავები, დედებს მივართვით ულამაზესი ტორტი, ნათიას გავაცანი დედა ნატალია, დედა ნინო და ჩემი მტრედი „ღუღუნა" და იღუმენიასგან ნაჩუქარი უბრწყინვალესი წიგნებით ხელდამშვენებულები დავბრუნდით თბილისში... და ვმადლობ უფალს ყველაფრისათვის!.."



თინათინ მღვდლიაშვილი

2016 წელი 22 იანვარი


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016