reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: მკვლელობის მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:53
სამართალი
ირაკლი შოთაძე: მკვლელობის მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 16:37


მთავარი პროკურორი  ირაკლი შოთაძე ზუგდიდში მოკლული პროკურორის დაკრძალვას დაესწრო. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება - ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა.


"ქირიას მანქანის ძებნა მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში. ეს მანქანა გაცილებით მოშორებით იყო შემთხვევის ადგილიდან, შესაბამისად, სწორედ ამიტომ გაჭირდა ავტომობილის პოვნა შემჭიდროებულ ვადებში. მანქანიდან ამოღებულია შესაბამისი ნიმუშები და დანიშნულია ექსპერტიზები.

 

არსებობს ვერსია, რომ ტელეფონი რუსთავში დააგდეს კვალის არევის მიზნით. ცნობილია, ვის მიერ იქნა ნაპოვნი ტელეფონი და ეს ადამიანი დაიკითხა.

 

ბინის მეპატრონისგან ბიძინა კუჭავამ ბინა იქირავა რამდენიმე დღით, მეპატრონეს იგი გაეცნო სხვა სახელით და გვარით და მათ შორის ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხებით. ბინის მეპატრონემ ამოიცნო ბიძინა კუჭავა, როგორც ადამიანი, რომელმაც მისგან იქირავა ბინა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ სხვისი პირადობის მოწმობა აჩვენა. ეს პირადობა ჩვენ არ გვაქვს ამოღებული, ეს ვიცით ზეპირსიტყვიერად", - განაცხადა შოთაძემ.


შოთაძის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება რომ ბიძინა კუჭავა მის მიერ დაქირავებულ ბინაში, დანაშაულის ჩადენის დროს, იყო მარტო.


"მის და ვახტანგ ქირიას გარდა, სხვა ადამიანის ბინაში ყოფნა არ დასტურდება. ლოგიკურად შემიძლია ვიმსჯელო, რომ ვინაიდან ამ ადამიანებს აკავშირებდათ ნათესავური და ახლობლური ურთიერთობა, რასაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ქირიას პროკურატურაში საქმიანობასთან, შეიძლება ითქვას, რომ მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016