reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: იმ დანაშაულებებს, რომელზეც ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა პროკურატურა გამოიძიებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:07
სამართალი
ირაკლი შოთაძე: იმ დანაშაულებებს, რომელზეც ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა პროკურატურა გამოიძიებს!
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 21:10



მთავარმა პროკურორი ზუგდიდში მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა. შოთაძემ ჟურნალისთებთან კომენტარი სხვადასხვა საკითხზე გააკეთა, მათ შორის კორტების სპეცოპერაციის საქმეზეც. შოთაძის განმარტებით, იმ დანაშაულებებს, რომელზეც ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა და გაუხსნელია, პროკურატურა გამოიძიებს:

 

"ის საქმეები, რომელიც ფირცხალავამ დაასახელა, გაუხსნელია. მათზე იმ დროს, როდესაც ეს ფაქტები მოხდა, ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მიზეზთა გამო, რომელსაც ვერ ჩავუღრმავდები, ეს დანაშაულები გაუხსნელია. რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ. ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა იმ საქმეებზეც ჭეშმარიტების დასადგენად", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


საქმე შეეხება 2007 წელს გოჩა მაღალდაძის და 2009 წელს ნინუების მკვლელობას. 22 იანვარს სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ  განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის დირექტორობის პერიოდში, მას გააჩნდა აღნიშნული მკვლელობების შესახებ ინფორმაცია.


ფირცხალავამ აღნიშნა, რომ კვალი სამივე მოკლულის შემთხევვაში, ბიძინა კუჭავაზე გადიოდა, რომელიც პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაშია ბრალდებული და რომელმაც როგორც ცნობილია თავი მოიკლა. ფირცხალავამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ პროკურატურას ძველ საქმეებზე ჩვენება მისცეს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016