reportiori.ge - ირაკლი ვაჭარაძეს „იდენტობის“ თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ და პროკურატურაში უჩივიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:55
სამართალი
ირაკლი ვაჭარაძეს „იდენტობის“ თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ და პროკურატურაში უჩივიან
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 10:55


„იდენტობის" წარმომადგენელს და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი ვაჭარაძეს თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.


როგორც „იდენტობის" ყოფილი იურისტი ნინო ბოლქავაძე წერს, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ვაჭარაძის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანეს.


საქმე ეხება ორგანიზაციისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებას. „იდენტობის" წევრები ვარაუდობენ, რომ ვაჭარაძე ორგანიზაციის თანხებს პირადი კეთილდღეობისთვის და კომფორტისთვის იყენებდა.



ორგანიზაციის ყოფილი იურისტი ნინო ბოლქვაძე წერს, რომ ვაჭარაძე თანამშრომლებს აიძულებდა, საკუთარი ხელფასები მისთვის გადაეცათ, რის შემდეგაც ის ორგანიზაციისთვის შენობას შეიძენდა, თუმცა, ვაჭარაძეს ორგანიზაციისთვის ოფისი არ უყიდია, საკუთარ სახელზე კი ამავე პერიოდში უძრავ ქონებას გაიფორმა. საუბარია ლიუბლიანას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში მდებარე მდებარე ბინაზე და ივერთუბანში 400 კვადრატულ მეტრ მიწაზე, მასზე განლაგებული 150 კვ.მ სახლზე.


როგორც აღმოჩნდა, ვაჭარაძემ ბინა 2013 წელს შეიძინა.


ამ ამბავს წინ უძღოდა ვაჭარაძის კონფლიქტი ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელიც შრომით ანაზღაურებას ეხებოდა. მოგვიანებით, სწორედ ამ თანამშრომლის განცხადების საფუძველზე გახდა ცნობილი, რომ ვაჭარაძე იმავე პიროვნების დახმარებით ცდილობდა ქონების საკუთარ სახელზე რეგისტრაციას.

 

„11 იანვარს „იდენტობის" აღამსრულებელ დირექტორს ირაკლი ვაჭარაძესა და „იდენტობის" ერთ-ერთ თანამშრომელს, პირობითად დ.ბ-ს შორის „იდენტობის" დაახლოებით 30 თანამშრომლის თანდასწრებით მოსდით კონფლიქტი, რომელიც შრომით ურთერთობას ეხება. კამათის ძირითადი თემაა, ეკუთვნის თუ არა დ.ბ-ს ანაზღურებადი შვებულება (დ.ბ. ამტკიცებს რომ ეკუთვნის, ხოლო ირაკლი ვაჭარაძე ამტკიცებს, რომ - არა).

 

იმავე დღეს დ.ბ. „იდენტობის" თანამშრომლების თანდასწრებით აცხადებს, რომ ირაკლი ვაჭარაძეს „იდენტობის" კუთვნილი ფულადი თანხებით აქვს შეძენილი და საკუთარ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. დ.ბ-ს განმარტებით, ირაკლი ვაჭარაძემ ისარგებლა მისი დახმარებით, როდესაც აღნიშნულ ქონებას 2015 წლის ოქტომბერში საკუთრებაში იფორმებდა.

 

საჯარო რეესტრში შემოწმებისას ირაკლი ვაჭარაძის სახელზე აღმოჩნდა რეგისტრირებული უძრავი ნივთი, კერძოდ დაახლოებით 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული დაახლოებით 150 კვ.მ სახლით ივერთუბანში.

 

https://bs.napr.gov.ge/GetBlob...

 

დ.ბ-სგან ვიგებ ასევე, რომ ირაკლი ვაჭარაძეს 2013 წლის აპრილში ნაყიდი აქვს კიდევ ერთი უძრავი ნივთი, კერძოდ 70 კვ.მ ბინა ახალაშენებულ კორპუსში ლუბლიანას ქუჩაზე, რომელიც ახლახან გარემონტებულია მის მიერ.

 

https://bs.napr.gov.ge/GetBlob...]R3JhuSx2EF1m2gDhk5[zAdxVsLfv2w

 

12 იანვრიდან 15 იანვრამდე დ.ბ. ცდილობს მიაღწიოს ირაკლი ვაჭარაძესთან შეთანხმებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე (მიიღოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია), ვინაიდან ირაკლი ვაჭარაძე ატყობინებს მას, რომ ის გათავისუფლებულია სამსახურიდან. ამ პროცესში მე ვცდილობ, ხელი შევუწყო დასაქმებულის, ანუ დ.ბ-ს ინტერესებს, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლება აღმასრულებელ დირექტორთან კამათის გამო შრომის კოდექსის მოთხოვნებთან აშკარად შეუსაბამოა", - წერია განცხადებაში.


როგორც ნინო ბოლქვაძე წერს, „იდენტობის" დირექტორი აპირებდა ორგანიზაციისთვის ოფისის ყიდვას, რისთვისაც „იდენტობის" თანამშრომლები მათთვის ჩარიცხულ ჰონორარებს უბრუნებდნენ ირაკლი ვაჭარაძეს. თანამშრომლების მიერ ირაკლი ვაჭარაძისთვის დაბრუნებული ფულადი თანხა აღმოჩნდა მოცულობითი, მხოლოდ 6 თანამშრომლის გათვალისწინებით, თანხამ შეადგინა დაახლოებით 100 000 ლარი", - წერს ბოლქვაძე.


მისივე ინფორმაციით, „იდენტობას" ოფისი არ უყიდია, ირაკლი ვაჭარაძემ კი შეიძინა ბინა და კერძო სახლი.


„2016 წლის 18 იანვარს „იდენტობის" ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით, რომლითაც შევატყობინეთ ირაკლი ვაჭარაძის მხრიდან „იდენტობას" კუთვნილი ფულადი თანხების სავარაუდო მითვისების თაობაზე და გამოძიება მოვითხოვეთ.

 

იმავე დღეს ირაკლი ვაჭარაძემ საჯაროდ გამოაცხადა რომ ის „იდენტობას" ჩუქნის საკუთარ კერძო სახლს, რათა იქ ლგბტ თემის წევრებისთვის თავშესაფარი გაკეთდეს. იმავე დღეს მან შეიტანა განცხადება საჯარო რეესტრში „იდენტობას" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - წერს ბოლქვაძე.


ნინო ბოლქვაძის ინფორმაციით, ის ირაკლი ვაჭარაძემ საბუთების ქურდობაში დაადანაშაულა, რის გამოც მან „იდენტობაში" მუშაობა შეწყვიტა, ირაკლი ვაჭარაძე ამ დრომდე „იდენტობაში" აგრძელებს მუშაობას.


„ირაკლი ვაჭარაძემ მე თანამშრომლების თანდასწრებით დამადანაშაულა „იდენტობის" საბუთების ქურდობაში, რის შემდეგაც ჩემთვის შეუძლებელი გახდა „იდენტობას" ოფისში მუშაობა, ვინაიდან ამ ბრალდების გათვალისწინებით იძულებული ვიყავი, „იდენტობის" წარმოებაში არსებული საქმეების მასალები „იდენტობის" თანამშრომლებისათვის გადამებარებინა.

 

ირაკლი ვაჭარაძე აგრძელებს „იდენტობაში" მუშაობას", - წერს ნინო ბოლქვაძე.



„არგუმენტი" ინფორმაციის გასარკვევად ვაჭარაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ჭორებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.


„ოფიციალურად არანაირი დოკუმენტი არ მიმიღია,ინფორმაცია არ მაქვს, ჭორებზე შეფასებას ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა ვაჭარაძემ.



წყარო: argumenti.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016